არმიასთან ერთად ქვეყანას მართავენ და ალბათ ამიტომ ითვლება საუკეთესოდ
სხვა ქვეყნებში შეზღდული აქვთ უფლებები, მაგრამ ეს მაინც არ უშლის ხელს ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს, იმაში რომ იყვნენ პირველნი
ტრადიციული დაზვერვა მოძველებულია, ყველაფერი ელექტრონულად და ციფრულად მიმდინარეობს ეხლა
ამისთვის კი სუპერკომპიუტერები და სატელიტებია საჭირო
მეეჭვება პაკისტანს ამერიკაზე და რუსეთზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს
ამერიკაში სულ 17 სადაზვერვო სააგენტო და დეპარტამენტია, აქედან 2 მთლიანად სატელიტებზე ორიენტირებული
ასობით სატელიტი აქვთ გაშვებული მარტო მოსმენებისთვის და თვალთვალისთვის
NSA და CIA ჩემი აზრით არიან მსოფლიოში უძლიერესები, მაგათზე დგას მთლიანად ამერიკის ძლიერება და გარდა ამისა, უახლოესი ტექნოლოგიები აქვთ
NSA სუპერკომპიუტერებითაა სავსე

ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიკილიქსმა, CIA-ის კიბერშეტევებზე ინფორმაცია, ყველაფერში ძვრებიან და იგებენ რა ხდება, მათ შორის
ტელევიზორებში

ამათ მერე მოდის GRU, რადგან KGB-ს შემორჩენილი ძალა აქვს და სერიოზულია, 350 სადაზვერვო სატელიტი აქვთ და ვინ იცის რას არ უთვალთვალებენ.
დიდი ბრიტანეთსაც და ჩინეთსაც მძლავრი სამსახურები აქვთ
დანარჩენი ქვეყნებისთვის ასეთი სამსახურების ქონას აზრი არ აქვს

იქნება ეს პაკისტანი, ინდოეთი თუ ბანგლადეში
კონტრტერორიზმი და კონტრდაზვერვა კიდე შეიძლება და დაზვერვა არა

სადაზვერვო სამსახურის მთელი არსი, ისაა რომ პირველმა მიიღო ინფორმაცია მსოფლიოზე თუ ამა თუ იმ ქვეყნაზე
გქონდეს თანამედროვე ტექნოლოგია და ათასი წვრილმანი კიდე, ამერიკის გარდა კი ყველაფერ ამის გაკეთება ცოტა ქვეყანას შეუძლია.
This post has been edited by მეგატვინი on 13 Apr 2017, 20:46