პოზიციური პლაგიოცეფალია (თავის ქალის დეფორმაცია) არის სინდრომი, რომელიც გავლენას ახდენს ყოველ მეორე ახალშობილზე (Pediatrics, 2013; 10.1542:2012-3438) პოზიციური პლაგიოცეფალიის დროს ახალშობილის თავი განიცდის დეფორმაციას, თუ ხდება მუდმივი ზეწოლა კონკრეტულ ადგილზე. ვითარდება ძალიან სწრაფად, რამდენიმე თვის განმავლობაში. კრიტიკული პერიოდია დაბადებიდან 6 თვემდე. იშვიათად ბავშვი შეიძლება დაიბადოს დეფორმირებული თავის ქალით, თუ ზეწოლის გამო ნაყოფის თავის ქალის ძვლების განვითარება იზღუდება საშვილოსნოს ღრუში.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პოზიციური პლაგიოცეფალიის შემთხვევები გაზრდილია 600%-ით, 2 ძირითადი მიზეზის გამო:
1) ამერიკის პედიატრთა აკადემიის პროგრამა „Back to sleep” (1992 წ.), რომლის მიხედვითაც ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შესამცირებლად, აუცილებელია ახალშობილი იწვეს ზურგზე. ამ რეკომენდაციის შემდეგ, მართალია, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი შემცირდა 40%-ით, მაგრამ კატასტროფულად გაიზარდა პოზიციური პლაგიოცეფალიის შემთხვევები.
2) ჩვილი ბავშვის გადასაასგილებელი საშუალებების (მანქანის სავარძელი, ეტლი და ა.შ.) რიცხვის მომატება, რის გამოც ახალშობილი 24 საათში 20 საათზე მეტს ატარებს მწოლიარე, ან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში.
-ახდენს თუ არა პლაგიოცეფალიის სინდრომი ბავშვის გონებრივ განვითარებაზე გავლენას?
-დიახ! არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ ინტელექტუალურ სხვაობას ჯანმრთელ ბავშვსა და პლაგიოცეფალიის სინდრომით დაავადებულ ბავშვს შორის. (Pediatrics 200,;105:e26 -
http://coleopc.com/documents/jpoplagiocephaly.pdf)ყველა ახალშობილი იმყოფება პოზიციური პლაგიოცეფალიის (თავის ქალის დეფორმაცია-გაბრტყელება) განვითარების რისკის ქვეშ, როდესაც არ ხდება მისი ძილის პოზის კონტროლი. ვინაიდან ახალშობილის თავის ქალა რბილია, მარტივად „ძერწვადი“, კისრის კუნთები კი - სუსტად განვითარებული, სიცოცხლის პირველ თვეებში ის დაუცველია ამ სინდრომის განვითარებისგან. ამიტომ ახალშობილის თავის მიზანმიმართული მდებარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოზიციური პლაგიოცეფალიის თავიდან ასაცილებლად.
პოზიციური პლაგიოცეფალიის თავიდან ასაცილებლად:
ახალშობილი უნდა იწვეს ზურგზე - ამერიკის პედიატრთა აკადემიის პროგრამა „Back to sleep” (1992 წ.), მაგრამ თავის მდებარეობა არ უნდა იყოს ისე, რომ მოხდეს ზეწოლა კეფაზე, ახალშობილს თავი უნდა ედოს ხან ერთ, ხან მეორე გვერდზე. რადგან ბავშვი ძილის დროს მუდმივად ცდილობს მიიღოს მისთვის კომფორტული პოზა, ის უნდა იწვეს ისე, რომ ადვილად ვერ შეიცვალოს თავის პოზიცია. ეს აუცილებელია დაბადებიდან 6 თვემდე, რადგან ამ პერიოდში ბავშვის თავის ქალა რბილია და ადვილად იცვლის ფორმას.
რაც უფრო პატარაა ბავშვის ასაკი, მით უფრო მარტივია პოზიციური პლაგიოცეფალიის პრევენცია და მკურნალობა, ვინაიდან მისი თავის ქალის ძვლები რბილი და დამყოლია პატარა ასაკში.
ახალშობილთა ქუდი „Boo”
არის ახალი შესაძლებლობა, ინოვაციური და ბუნებრივი საშუალება პოზიციური პლაგიოცეფალიის - „ბრტყელი თავის სინდრომის“ სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს.
ახალშობილთა ქუდი „Boo” დამზადებულია ახალშობილისთვის უსაფრთხო, ბუნებრივი მასალით - 95% ბამბა, 5% ელასტინი. ელასტიური ჩანართები უზრუნველყოფს ქუდის კარგად მორგებას და ხელს უშლის ძილის დროს მოძრაობას.
ახალშობილთა ქუდი „Boo”-ს გამოყენების უპირატესობა:
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციის მიხედვით ბავშვი წევს ზურგზე ისე, რომ არ ხდება ზეწოლა კეფაზე.
ხელს უწყობს ახალშობილის კისრის კუნთების განვითარებას.
იძლევა ბავშვის ძილის პოზის მუდმივად კონტროლის საშუალებას.
არის მარტივი და კომფორტული გამოსაყენებლად.
დამზადებულია ბუნებრივი, ახალშობილისთვის უსაფრთხო და ჰიპოალერგიული მასალით.
უზრუნველყოფს „ბრტყელი თავის სინდრომის“ 100%-იან პრევენციას.
დაპატენტებულია FDA -ის მიერ (ა.შ.შ) I კლასის სამედიცინო მოწყობილობად. დაფუძნებულია პედიატრთა და ნეონატოლოგთა საბჭოს წევრის, პრაქტიკოსი ნეონატოლოგის და პედიატრის Jane Scott-ის მიერ 2012 წელს (ა.შ.შ)
გამოყენების რეკომენდაციას აძლევს:
FDA cleared
NICU/ SCN/ PICU
Post-Partum Healthy Newborn
PT/OT Rehabilitation
Cranio-facial plastics and reconstructive surgery clinics
Early Intervention Programs
Developmental high-risk follow-up clinics
ახალშობილთა ქუდის „Boo” შესაძენად ეწვიეთ იმპექსის სააფთიაქო ქსელს, ან დაგვიკავშირდით:
ქალაქის ნომრიდან: (0) 570 100 515 (ზარი უფასოა)
მობილურიდან: 570 100 515
ელ. ფოსტა: TNM.Creativity.Innovation@gmail.com
https://www.facebook.com/ახალშო...78859528808381/ქუდის ღირებულებაა 35 ლარი
ადგილზე მიტანის სერვისი - უფასო
გამოყენებული ლიტერატურა:
Flat Head Syndrome Resources: -
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22920774American Academy of Pediatrics -
http://www.aap.org/…/Preventing-and-Trea...at-Head-Synd…Mayo Clinic -
http://www.mayoclinic.com/health/healthy-baby/PR00043American Association of Neurological Surgeons -
https://www.aans.org/…/Cond…/Positional...giocephaly.aspxChildren’s Hospital of Philadelphia -
http://www.chop.edu/health…/deformationa...giocephaly.htmlChildren’s Hospital Colorado -
http://www.childrenscolorado.org/…/posit...lagiocephaly…Plagiocephaly and Neurodevelopmental Delay -
http://www.spinalresearch.com.au/…/NV%20...4%20%20New%2…Flat Head on the Rise -
http://healthland.time.com/…/babies-with...ds-are-o…/…Plagiocephaly (Flat Head Syndrome) Video -
http://www.youtube.com/watch?v=b8LPuWvdDzwTummy Time Tools -
http://www.orthomerica.com/pdf/tummytimetools.pdfRepositioning Tips -
http://www.orthomerica.com/pdf/repositeng.pdfFlat Head Prevention -
http://www.flatheadprevention.org/about-flathead-syndrome/