ნწ.
პირიქით ეს დანარჩენ საქართველოში არ უყვართ "თბილისლები".
და არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის.
რუსეთშიც არ უყვართ მოსკოველები, საფრანგეთში ხომ საერთოდ პარიზელებს ვერ იტანენ, ამერიკაში ნიუ იორკელებს, სან პაულოს ბრაზილიაში და ასე.
ეს მე რაც მინახავს და შევსწრებივარ.
და დარწმუნებული ვარ ეს რურალ-ურბან ანტაგონიზმი ყველგან არსებობს, ამა თუ იმ ფორმით.
იმიტომ რომ, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა - ყოველთვის დედაქალაქებში ან თითქმის დედაქალაქებში (აქვე იგულისხმება მიმდებარე აგლომერაციები, რომ არ მომედავოთ) ცხოვრობს ყველაზე მდიდარი, განვითარებული, გარყვნილი ხალხი. არის ყველა სფეროში მოწინავე ორგანბიზაციები და ყველა სიქველითა თუ გარყვნილებით დაჯილდოებული ინდივიდების ერთობა.
პერიფერიელების შურის, დაპირისპირების თუ ანტაგონიზმის საფუძველიც ეს არის.
და მერე ყველა სახის მითი, რეალობა თუ სტერეოტიპები კარგად ირევა და ილექება ცნობიერებაში.
საქართველოში რასთან გვაქვს საქმე არ ვიცი, მაგრამ მსგავსი ინსტრუმენტი იქნება, ეჭვი მაქვს