ეგრე არის საყმაწვილო ქუჩური გაგების მიხედვით, რადგანაც ბაღნებს ნაკლებად ძალუძთ ერთმანეთისთვის სერიოზული სახის ზიანის მიყენება და მაგ წესის დაცვისას მოზარდი გამოიმუშავებს როგორც წინააღმდეგობის დაძლევის ჟინსა და სიმამაცეს, ასევე აღარ გაიზრდება ბოღმიანი...
მაგრამ! როცა საქმე ეხება უკვე ზრდადასრულებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს, ადგილზე პასუხის გაცემა ხშირად ბევრად უარესი შედეგის მომტანია და ამიტომ დაჩაგრული იტოვებს შანსს მისთვის ხელსაყრელ დროს გამოუბაროს და ეს არც ერთ ხალხში არ ითვლება სამარცხვინოდ!
ხოლო! რაც შეეხება კანონს, ნორმალურ საზოგადოებებში გაცილებით უფრო მკაცრად მოეკითხება კონფლიქტის მაპროვოცირებელს, ვიდრე მოპასუხეს!
ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა - ერთმანეთშია არეული ქცევის ასაკობრივი თავისებურებანი (იხ. ნაცები) და სხვისი ტრაკით მობლატავეები, როგორც წესი, დაუსჯელად ჩაგრავენ ყველას, ვისაც კი მოერევიან...
ჩემის ფილოსოფიური თვალსაზრისით, მსროლელი უნდა დაისაჯოს მხოლოდ მინიმალურად და ისიც, პირობითით, ხოლო ე.წ. მსხვერპლი უნდა გასამართლდეს ადამიანზე განხორციელებული ძალადობის წაქეზების გამო - ანუ, მან ფაქტიურად, წააქეზა მსროლელი მასზე თავდასხმა განეხორციელებინა, როცა მის მიმართ უკანონოდ და უდიერად მოიქცა!
თუმცა, რაც აქ ახლა დავწერე, აქ კაციშვილი არ დაეთანხმება ერთეული გამონაკლისების გარდა!
ჰოდა, გააგრძელეთ ცხოვრება ძღრენში - მაინც უკვე კარგა ხნის შეჩვეულები ხართ და სუნიც მაინცდამაინც აღარ გაწუხებთ...