თვითშეგნების ამბავია, ედუკაციის, აღზრდის. ნაგავი რომ ქუჩაში არ უნდა დაყარო, აბა ამას ახლა უნდა ვასწავლიდეთ ხალხს ტელევიზიით გაშვებულ რეკლამებში?
კარგი მოზრდილი ჯარიმა უნდა იყოს, იქნებ ამან გვიშველოს.
მკაცრი კანონებია საჭირო მსგავსი პირუტყვების გამოსასწორებლად,
მაგრამ ყველაზე კარგია ბავშვობიდან ვასწავლოთ შვილებს სისუფთავე, წესრიგი.
ზოგიერთი საერთოდ ისეთი გენიოსია, ნაგავი რომ არ დავყარო ძირს, მერე მეეზოვემ რაღა გააკეთოსო?
როგორი მზრუნველია ზოგიერთი, პირდაპირ ჭკუიდან გადახვალ კაცი
ეს ამდენი უმუშევარი ხალხი, ვისაც მართლა საქმე არაფერი აქვს, ჩაატარეთ პერიოდული ღონისძიებები და გაწმინდეთ ქვეყანა ნაგავისგან, დაასუფთავეთ და რომ ნახავთ რომ თურმე სუფთა ქვეყანა უფრო ლამაზია და სასიამოვნო, იქნებ მერე მაინც ისწავლოთ რომ არ უნდა დაანაგვიანოთ? ყველგან რომ ნაგავი ყრია, ალბათ ნორმაა სიბინძურე...
ახლა ჩემზე იტყვით, ადვილია შორიდან საუბარი, წახვედი და არ გკიდიაო?
არა, გარწმუნებთ არ მკიდია.
მე საქართველოში შეიძლება საერთოდ არასდროს დავბრუნდე,
მაგრამ მგონი ცუდს არაფერს გეუბნებით, პირიქით. სულ პირიქით...
This post has been edited by რუსთაველი on 25 Apr 2017, 06:44