მოკლედ მეგობრებო
გუშინ თქვენი მონა მორჩილი გახლდათ პრეზენტაციაზე

სამნი ვიყავით. ძალიან გამიკვირდა ამდენ ადამიანზე რომ დაგვთანხმდნენ,მითუმეტეს რომ უცხოები ვიყავით

ნუ სტანდარტული ტექსტით რომ ამ საქმეში წარუმატებელ ადამიანებზე თუ გსმენიათო, ჩვენ დავდუმდით, წარმატებული და წარუმატებელი ყველა საქმეშია და აქაც იქნებიან მეთქი

კიო არიანო...
ნუ დაიწყო იმით რომ პრეზენტაციისას არ გამაწყვეტინოთო და კითხვები მერე დამისვითო, ჩვენგან ერთერთი მუდმივად აწყვეტინებდა და ეს "ლიდერიც" თავიდან იწყებდა მერე ახსნას (ისე უბედურად აქვთ დაზეპირებული ყველაფერი, აზრის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ თუ ვინმემ შეაწყვეტინა ) რამდენჯერმე კი შეუღრინა მერე ნუ მაწყვტინებ ბიჭო ხო გთხოვეო
ბაბულიკა ტიპი იყო,გვეგონა ცალ ხელში დანას ატრიალებდა
კაპიტალი რამდენია კომპანიის და 270 მილიარდიო

მილიარდიო ხალხო.
საქართველოში 7 წელია რაც შემოსულია კომპანია და სადღაც 40 000 კაცია უკვე გაწევრიანებული ჩვენთანო, ანუ სადღაც 68 მილიონია ქვეყნიდან გასული თქო, კიო. მერე ეგ ქვეყნის ეკონომიკაზე როგორ მოქმედებს არ იცით თქო? და არა შემოდის კიდევაც თანხები, ქიუნეტელებს ქსელი გააქვთ სხვადასხვა ქვეყნებშიო, (ისე ჩვენთან თურქეთიდან შემოვიდა ქნეტიო)
რამდენს აქვს ქსელი გატანილი მეთქი კონკრეტული ციფრი ვკითხე,ვერ მიპასუხა რა თქმა უნდა, (ბევრსო) იქნებ სულ 5 კაცს აქვს გატანილი და არანაირად არ ბალანსდება ის თანხა რაც გადის ქვეყნიდან თქო და ეგოო ნებისმიერ საქმეში ეგრეაო
მოკლედ სამნი ვიყავით და იმათი მხრიდანაც სამნი იყვნენ (სავარაუდოდ რაოდენობრივი თანასწორობის პონტში :დდ ) ეგეც ფსიქოლოგიური გათვლაა ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ შარშან რო ახლობელმა მიგვიყვანა იქ ორთან ორი ვიყავით.
განბაჟებაზე (საათის და ა.შ.) ჩვენ ვიხდით თანხასო და საკმაოდ ძვირიც ჯდებაო. თუმცა ვაუჩერებს აგროვებს ზოგიო (ყოველი მეექვსე ბალანსი ხომ ვაუჩერად ეძლევათ) და მერე ვაუჩერით ყიდულობ რაიმე ნივთსო.
გადასახადებზე ვკითხე და ნებაყოფლობითია ეგ თუ გინდა დარეგისტრირდებიო და 5-იდან 20 %-მდე დაგებეგრება შემოსავალიო (შემოსავლების მიხედვითო ) მეთქი რას ქვია ნებაყოფლობითი,კანონი არსებობს მაგისთვის და არა ხოო,საშიშია მერე თუ არ დარეგისტრირდიო უშიშროება დაგადგებაო

საიდენტიფიკაციო კოდი ვეღარ/აღარ მოვთხოვე, ისედაც სხვა უამრავ დეტალზე დაგვაიზმენეს.
ტელეფონით ხო არ იწერთო საუბარსო და ფერი გადაგვივიდა

მეერე ვითომც არაფერი, არა თუ გინდა ვიდეოც გადაგიღიათო..
ხო,კიდევ. თქვენ რამდენი ხანია რაც აქ ხართ მეთქი თავიდან ვკითხე და რამდენიმე თვეო... (რამდენიმე თვეში ნუ ალბათ 3-4 თვეს იგულიხმებთ ყველა ხო?) და რამდენიმე წუთის მერე დაკონკრეტება ვთხოვე რამდენი კაცია თქვენს ქვემოთ მეთქი,თავიდან მიპასუხა ორიო (ანუ ხაზი გაუსვა იმას რომ შენ მხოლოდ ორი კაცი მიგყავს და მერე საქმე ეწყობა რა) და არა ჯაჭვში მეთქი და 480-იო

მოიცა და ანუ 480 კაცი რამდენიმე თვეში რეალურია თქო? არა 2 წელია აქ ვარო (გვერდით მჯდომმა შეუსწორა რამდენიმე თვეში 24 თვე მოიაზრაო ) რამდენჯერ შევიკავე სიცილი ვერ გეტყვით, ხან ვითომ მამთქნარებდა, ხან სახე დავღრიცე
ძაან ვიღადავე იმაზე რომ უკუღმა წერა ჰქონდა ტიპს დამუღამებული
ანუ ერთმანეთის პირისპირ ხო ვისხედით და ფურცელი ჩვენკენ შემოტრიალებული
რო დავფიქრდი ალბათ მაგაზე რამდენი აქვს ნამეცადინები თავის დროზე
მაქსიმუმ რაც შეიძლება გამოიმუშავოთ 6000 დოლარია თვეშიო
ანუ იმის იქით ბალანსი რომც მეტი გქონდეს იწვებაო თუ რაღაც ეგეთი.
იმასაც გაუსვა ხაზი რომ ეს მარტივი საქმე არაა და ბევრი "შრომა" სჭირდება (პრეზენტაციების დაზეპირება)
და ბოლოს საფირმო ფრაზა გაგვიძრო- "მარტივი არი,ადვილი არაა!"

აუ თავიდან ჩვენგან ერთერთი გატეხილ სკამზე დაჯდა და იქვე ამოვწყდით ლამის
მილიანერების სკაააააამიიი ჰეჰ
ქსელური მარკეტინგი და ქსელური ბიზნესი განსხვავდებაო ძმაოო
უამრავი დეტალია კიდევ, საათანახევარი როგორ გავძელით მეც არ ვიცი
This post has been edited by Scoorp on 27 Apr 2017, 11:24