ჯარისკაცს 25 ლარი აქვს შსს-ში, ზემდეგებს 700-800 ოფიცრებს 1050-1300 ეს სავალდებულო სამსახურის განხრით,
სპეცრაზმებში არ ვიცი რა სიტუაციაა. ისე მათაც სახელმწიფო აჭმევს, აბა სპეცრაზმელი სახლიდან ხომ არ წაიღებს კონტეინერებით საჭმელს ან ლობიანს ხომ არ შეჭამს მანონის საცხობში... სისულელე იქნება... რამდენი ბაზაა სპეცდანიშნულების - დაახლოებით ალბათ იცით. არა ნუ თანამშრომლებისთვის მართლაც საჭიროა პროდუქტის შეძენა და არ გავკიცხავ ამ კუთხით, უბრალოდ გადაჭარბებული რაოდენობის შესყიდვა არ მოხდეს და მერე გაფუჭებული, ვადაგასული არ გაასაღონ ხალხზე.. პრობლემას ამაში უფრო ვხედავ, თორემ საჭიროა..
შოკოლადიც მათ შორის... ბევრს უკვირს რად უნდათ სნიკერსი და შოკოლადები სამინისტროსო, აი მაგალითად იმ სიტუაციისთვის, როცა რამე ღონისძიებაა და ფიზიკურად არ არის ჭამის საშუალება, უნიფორმით ხარ, 10 საათი პოსტზე დგახარ - რაღაც ხომ გინდა ამისთვის ყიდულობს შსს სნიკერსს, ბარამბოს - ტატანოს

(ფუ, საზიზღარი იყო) და სხვა მსგავს პროდუქტს, იყიდონ, კარგია, საჭიროა, კარგი ხარისხის იყიდონ ოღონდ და ძალოვანები ისე გამოკვებონ როგორც იმსახურებენ...