კაი, კაცო, რა ჩაბჟირდი სოციოპათივითა, ჰა?
მაი ვეღარ უნდა გაგეხუმროს ადამიანი?
თანაც, დიდ ამბავი, თუ ერთხელ მეც გავიყარე პერო!
(ესეც იმიტომ, რომ რაღაც გაუგებრობაში მოვყევი და მრგვალ ბაღტან მიწევს ხშირად ყოფნა - იქაურებისგან გადმომედო!)
თორემ, განა მე არ ვიცი, რომ ვაგნერი ტანჰეიზერებით, ლოენგრინებითა და ნუბელუნგ-ვალკირიებითა და რაღაც ქაჯობებით მაგარი სირობაა?
გულახდილად გეტყვი, ბრატ - როცა ქორწილში მეპატიჟებიან, მარტო იმისი სიხარულით მივდივარ, რომ მმაჩში მენდელსონს მოვუსმენ და მერე ეგრევე სახლში ვახვევ ხოლმე!
საერთოდ, უჩკუდუ ტრი კალოდცა ჩემი საყვარელი სიმღერაა და ცოტა ტაქტიანად რომ მოიხსენიო, ცუდი არ იქნება - მაგ მუსიკაზე გავიზარდე და კიდევ - ტოტოკუტუნუოზე და ალბანოზე!
ეს ოზის სურათიც ავატარზე მარიაჟობა-პეროს პონტში მიყენია, თორემ არ გავკარი ბლექებსა და ცეპელინებს თავისი დებილი მიმდევრებით - მეტალიკებითა და სლაყერებით?
შენიანი ვარ, ბრატ! - სულით ხორცამდე!
ძალიან გთხოვ, ნუღარ დამძაბავ, თორემ ყოველდღე კი არ არის ჯაჯანიძის შოუ, რომ კულტურული რელაქსი მივიღო!
ჰო მართლა, მაგარი ტრუეტი (ანუ, დუეტი, ოღონდ სამნი რომ არიან, ისეთი) ჩაწერეს ამ დღეებში - ვესწრებოდი და ვაანონსებ, რომ უმაგრესი ჰიტი იქნება: ანრი, ნანი და თამთა! ისეთი მაგარი გამოვიდა, დაეცემი!
ჰოდა, ახლა ძალიან რომ არ ამოვვარდეთ თემის პათოსიდან, როგორც ამობობენ, სვანი წვერებიანი ახალგაზრდა რომ არის, ვარსამიძე, იმას თავს დასხმიან კალაძის ჰესისტები!
აგერ ფაქტიც: (ოღონდ, ამ ფაქტში ვარსამიძეს წვერი გაუპარსავს და ცალი თვალი აუხვევია მასკიროვკის პონტში - დამპალი ეგა!)
This post has been edited by Precursor on 1 May 2017, 00:49