ტაბულა როგორც ყოველთვის დროულ ინფოს დებს
ორი წელია ს/ა სააგენტომ დადო ეგ ნიუსი
http://www.gcaa.ge/geo/upiloto.phpვისაც აინტერესებს:
ევროპული ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს პროექტის მიხედვით დრონები დაიყოფა რისკის სისიდის მიხედვით კატეგორიებად.
1. დაბალი პოტენციური რისკის მატარებელი, "ღია კატეგორია" , 3 ქვეკატეგორიისაგან შედგება
1.1 სათამაშო, სრული ასაფრენი წონა 1კგ-მდე, ფრენის სიმაღლე 50მ-მდე ზედაპირიდან. მწარმოებლისგან ჩაშენებული ექნება ავტომატური შეზღუდვა სიმაღლეზე და საფრენოსნო ზონებზე
2.1. ძალიან პატარა, საწ 4კგ-მდე, ფს 50მ-მდე ზედაპირიდან. მწარმოებლისგან ჩაშენებული ექნება ავტომატური შეზღუდვა სიმაღლეზე და საფრენ არეალზე (geo-fencing) 50 მეტრზე მაღალ სიმაღლეზე ასასვლელად ოპერატორს უნდა ჰქონდეს ზოგადი საავიაციო ცოდნა. გაუმართაობაზე, ინციდენტზე, ჩამოვარდნაზე, დაზიანებაზე და აშ შესაბამისი უწყების ინფრორმირებულობის ვალდებულებით. დრონებისთვის შეზღუდულ საფრენოსნო სივრცეში ფრენისათვის დრონი უნდა გააჩნდეს აქტიური იდენტიფიკაციისა და geo-fancing სისტემები
3.1 პატარა, საწ 25კგ-მდე, ფს 50მ-მდე ზედაპირიდან. მწარმოებლისგან ჩაშენებული ექნება ავტომატური შეზღუდვა სიმაღლეზე და საფრენ არეალზე (geo-fencing) 50 მეტრზე მაღალ სიმაღლეზე ასასვლელად ოპერატორს უნდა ჰქონდეს ზოგადი საავიაციო ცოდნა. ამ ქვეკატეგორიას დამატებით ჩასენებული ექნება ავტომატური იდენტიფიკაციის მოდული. გაუმართაობაზე, ინციდენტზე, ჩამოვარდნაზე, დაზიანებაზე და აშ შესაბამისი უწყების ინფრორმირებულობის ვალდებულებით. ამ კატეგორიაში შემავალ დრონებს არ ექნებათ დრონებისთვის დახურულ სივრცეში ფრენის უფლება/შესაძლებლობა.
სამივე შემთხვევაში ფრენა ვიზუალური კავშირით. ჯიპიესით/კამარით ფრენა გამოირიცხება.
სესაბამისად დასკვნა, გაყიდვაში არსებული დროების მართვა შესაძლებელი იქნება 50მეტრამდე სიმაღლეზე, ხოლო 2.1 კატეგორიის დრონების 50იდან 150 მერამდე სიმაღლეებზე ასაყვანად საჭირო იქნება შესაბამისი განათლების მიღება + ნებართვა.
რატომ? იმიტომ რომ 150 სიმაღლე საჰაერო ხომალდებისათვის ითვლება კრიტიკულად, აფრენა დაფრენის დროს მაგ სიმაღლეზე დრონი რომ აღმოჩნდეს წინ საფრთხის დონე ძალიან დიდია. ფრენისას ჩიტის მოხვედრა სავალალო შედეგებით შესაძლოა დამთავრდეს, წარმოიდგინეთ რას უზამს თვითმფრინავს კუნთოვან მასაზე მყარი პლასტმასი და მეტალი.
ეს პროექტი 2015 წლიდან მუშავდება და არამგონია დიდხანს კიდე იგივე სტატუსი ქონდეს.
Though I fly through the Valley of Death... I shall fear no evil. For I am at 80,000 feet and climbing