#50477061 · 1 May 2017, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vato3
| QUOTE | | შურიგე, რომელი ვარიანტია სწორი, ბარში თუ ბარიში? ანუ გამოდის ბარიში, რომიში, ნეაპოლიში, პარიზიში, მადრიდიში და ა.შ.? |
ქალაქს ჰქვია Bari და არა Bar. ანუ ის "ი" ქართულის სახელობითი ბრუნვინვის ნიშანი არ არის. ამიტომ - ბარიში, ისვე, როგორც შაიტლიში და არა შაიტლში, კარაჩიში და არა კარაჩში, მისურიში და არ მისურში, ცინცინატიში და არა ცინცინატში. სახელებსა და გვარებშიც: გიორგიმ და არა გიორგმა დიმიტრიმ და არა დიმიტრმა პაგანინიმ და არა პაგანინმა მალდინიმ და არა მალდინმა მედიჩიმ და არა მედიჩმა ვისოცკიმ და რა ვისოცკმა მუსორგსკიმ და არა მუსორგსკმა და ა.შ. მადრიდი კი არის Madrid და არა Маdridi. ანუ ის "ი" ქართულის სახელობითი ბრუნვის ნიშანია. ამიტომ, მადრიდში, მადრიდმა და ა.შ>
This post has been edited by Shurige on 1 May 2017, 16:59
--------------------
აცoგჲა აყაწარა მარიოუპ, აბზია ურა ხჲანთოუპ
|