თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს, სამინისტროდან 4 თვის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 46549,11 ლარი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ, თვეში, 11 637 ლარია. ინფორმაციას "gurianews" ჩიქოვანის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
დეკლარაციის მიხედვით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტისთვის, 2016 წლის 2 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 46549,11 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ჩიქოვანს გასულ წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაც ის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობას იკავებდა, 8 თვის განმავლობაში 73590,59 ლარი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ლელა ჩიქოვანს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 6432,09 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის ანაბარზე - 50,59 ლარი, ხოლო კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 5920,00 ლარი.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლელა ჩიქოვანს 2016 წლის მაისის ბოლოს, 2021 წლამდე, 61840,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რისთვისაც "საქართველოს ბანკისთვის" გასულ წელს 8911,20 დოლარი გადაუხდია. ხოლო 50 000-დოლარიანი იპოთეკური სესხი მას 2016 წლის აპრილში აუღია და ვადა 2022 წელს ეწურება, ვალის დასაფარად კი, ბანკისთვის 7009,42 დოლარი აქვს გადახდილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლელა ჩიქოვანი ფლობს 2009 წელს შეძენილ (პრივატიზაცია) ბინას თბილისში.
თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანი 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივლისამდე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
აგვისტო 2015 - ივლისი 2016 _ თებერვალი 2015 - აგვისტო 2015 - ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
2011-2015 - საერთაშორისო საზღვაო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, სანაპირო დაცვა, საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
2010-2011 - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მრჩეველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
2008-2010 – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
2006-2008 - თავდაცვის ატაშე ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის რესპუბლიკებში;
1998 – 2006 - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
http://allmedia.ge/sazogadoeba/item/6530-
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)