იმაში უშლის ხელს, რომ მაგ. ტაქსის მძღოლი, გიდი თუ მიმტანი, რომ არ ექნება დასაქმების შესაძლებლობა ტურიზმში, წავა და ნანოტექნოლოგიებს შექმნის. რა ვერ გაიგე?
მოკლედ არ გვინდა ეს ტურიზმი (თუ რატომ, გადაიკითხეთ თემა). არც ნანოტექნოლოგიები (არა, კი გვინდა, მაგრამ თავთრაკი არ გვაქვს, ვერ ვაჯობებთ ჩინელ-ჯაპონელ-ამერიკელებს, თან ეს უკანასკნელი არ მოგცემს განვითარების საშ"ვ"ვალებას, აფიციანტად სჭირდები). გვრჩება რა? ბუნებრივია სოფლის მეურნეობა, ეგ გადაგვარჩენს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც ფასი არ უნდა გაიზარდოს, კაპიკებზე უნდა იმუშაოს გლეხმა ვირულად. აბა ფასი თუ გაიზარდა, მაშინ რა აზრის აქვს ასეთ სოფლის მეურნეობას? ეგრე ხომ ტურიზმიც ზრდის ფასებს (ფასებს და მხოლოდ ფასებს.... 2-3 წლის წინ ტურისტების იმედზე რომ ვაპირებდით ლარის კურსის დაჭერას, ეგ აღარ გვახსოვს. ლამის მინისტრების დონეზე გაჰყვიროდნენ, აგერ ახალგაზრდული ოლიმპიადა იქნება, მოგვაწყდება ტურისტები და ლარსაც ეშველებაო)
არა, მართლაც გასაკვირია ამ ადამიანური კაპიტალის მქონე ეს ქვეყანა ამ დონეზეც რომ არის განვითარებული ღმერთმანი!
როგორც რუსები იტყვიან, ჩემს 2 კაპეიკასაც დავამატებ - ტურიზმის წილი მშპ-ში 30%-ს აღემატება სულ რამდენიმე ქვეყანაში (ძირითადად კუნძულოვანი ქვეყნები, სადაც ბუნებრივია სხვა ვერაფერი იქნება). ჩეხეთი/ესპანეთი/თუნდაც თურქეთში და ა.შ. ტურიზმზე არ არის ქვეყანა დამოკიდებული, მაგრამ ტურიზმი ხელს უწყობს სხვა დარგების განვითარებას. მაგ. მომსახურების სფეროს რომ თავი დავანებოთ, ტრანსპორტის სექტორი ვითარდება, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობაც მათ შორის. აბა 4-5 მლნ.-იან ქვეყანაში ერთი ამდენი ტურისტი რომ ჩამოვა, ჭამა არ უნდა ან ტრანსპორტი? მერე იქ სუვენირები, საჩუქრები, ზოგი დარბის ამ მოლებში და ტანსაცმელს ყიდულობს, ღვინო და ამბები. კაი, კვების პროდუქტებიც ბევრი იმპორტულია, მაგრამ გაქვს მოტივაცია რომ გაზარდო მაგ. ხილ-ბოსტნეულის მოყვანა, თუ ლიმონათ-ლუდი-ღვინის წარმოება. აბა ვიჯდეთ მაშინ, ვიფხანოთ ერთი ადგილი და ვუყუროთ რუსეთს, შეგვატანინებს ჩვენ პროდუქტს თუ არა. ეხლა იმ ზღაპრებს ნუ ყვებით რა, ტურიზმი ადამიანურ რესურსს ართმევს სხვა დარგსო. ტაქსის მძღოლი ვერსად ვერანაირ სხვა დარგში, ტექნოლოგიებში და "ბალშაია ავიაციაში" ვერ წავა. არც შემოსავლის ინჟინერი მიატოვებს საქმეს და ტაქსაობას არ დაიწყებს
გუშინწინ მითხრა ნაცნობმა, რომლის მეგობარმაც ტურისტული გიდობით დაიწყო. მერე იყო მოთხოვნა სუნელებზე ტურისტების მხრიდან, მაგ საქმესაც მოკიდა ხელი. ის წასული ტურისტებიც უკავშირდებიან და სთხოვენ სუნელების გაგზავნას, ხან ამერიკაში გააგზავნა, ხან რუსეთში. ასე რომ გუშინ რომ გოგო "ქუხნაში" იჯდა ძირითადად, ან სადმე ბანკში ან ოფისში მჯდარიყო მოლარე-ოპერატორად, რაღაც თავისი შემოსავლიანი საქმე ააწყო. ნწნწნწ, რა ცუდი უქნია, დაღუპა ქვეყანა და თავისი თავიც, წასულიყო ნანოტექნოლოგიებში რა
This post has been edited by Asmeta1084 on 5 May 2017, 09:51