თან არავითარი დეტალი არაა ცნობილი
ზოგიერთმა აქ პოსტვას და გულზე მჯიღის ცემას თეორიის წიგნი იყიდეთ, ან იქნებ გუგლშიც მოიძიოთ რამე ინფორმაცია, მაგრამ მერე ხომ დაგასწრებენ აქ დაპოსტვას და პროგნოზების დადებას
კონკრეტულად ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ გარდა პირველი წინადადების
ქვეითი - ადამიანი რომელიც გადაადგილდება ქვეითად ან გადასაადგილებლად იყენებს როლიკებს, სკუტერს,სკეიტს,ველოსიპედს,აგრეთვე გადაადგილდება ინვალიდის ეტლით. თანამედროვე ტერმინოლოგიაში ქვეითად მოიხსენიება ადამიანი რომელიც მხოლოდ ფეხით გადაადგილდება.
როგორც მძღოლებისთვის,ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის არსებობს გარკვეული წესები,რომელთა დაცვა აუცილებელია უსაფრთხო მგზავრობისთვის.
ფეხით სიარულისას ყოველთვის შეეცადე იარო ტროტუარზე.
იყავი ფხიზელი ქვეითი,რადგან ნასვამ მდგომარეობაში ბარბაცით სიარული ზრდის მანქანის დაჯახების ალბათობას.
ნუ დაელოდები,რომ ავტომობილი მოგიფრთხილდება,შეხედე მანქანის მძღოლს თვალებში - თუ ის ტელეფონზე საუბრობს,დიდია ალბათობა იმისა,რომ ვერ შეგამჩნიოს,ამიტომ ასეთ შემთხვევაში,უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის,ჯერ შეხედე მანქანის მძღოლს და მერე გადადი "ზებრა" გადასასვლელზე
მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებს ნუ მივენდობით,აუცილებლად გავიხედ-გამოვიხედოთ ქვეითისათვის განკუთვნილი "ზებრა" გადასასვლელით სარგებლობისას.
ტროტუარზე სიარულისას ან ავტოსადგომთან ჩავლისას ყურადღება მივაქციოთ მანქანის ძრავის ხმას და/ან ციმციმას.
სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი,შუქნიშანი და/ან "ზებრა" გადასასვლელია,აუცილებლად ვისარგებლოთ.
შუქნიშანთან გადასვლისას ყოველთვის გავიხედოთ მარცხნივ და მარჯვნივ.
"ზებრა" გადასასვლელზე გადასვლისას ვიყოთ ძალიან ყურადღებით მანამ, სანამ ბოლომდე არ გადავალთ გზაზე,რადგან სხვადასხვა მძღოლს სწრაფი დამუხრუჭებისას მანქანის მართვის განსხვავებული უნარი შეიძლება ქონდეს.
იმ შემთხვევაში თუ ღამით მოგიწია სიარული,შეეცადე ჩაიცვა ღია ფერის ტანსცმელიან ატარე შუქამრეკლი.
შესახვევში შესვლისას,ყოველთვის გაიხედე ორივე მხარეს - მძღოლი შეიძლება სწრაფად მოდიოდეს მანქანით და არ დაელოდოს ქვეითს შესახვევში.
გზაზე გადასვლისას გამოიყენე ყველა შენი შეგრძნება და იყავი ყურადღებით - მესიჯების წერას, მუსიკის მოსმენას და ტელეფონზე საუბარს ერიდე.
This post has been edited by mail10 on 4 May 2017, 11:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)