ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტიც დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
თანხები გამოიყოფა ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/11815/as...oriebs-agiarebshttp://intelligence.house.gov/news/documen...?DocumentID=780რამდენიმე თავი რუსეთს ეხება.
დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაავალეს ახალი წესების შემუშავება, რომლის თანახმად, რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.
დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება, რუსეთის ან სხვა უცხო ქვეყნის საიდუმლო გავლენისთვის დაპირისპირება. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსური და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.
დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიც არის: მანიპულაციები მედიაში, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია, პლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერაქტები.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების თავში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას. ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს კონტროლი განახორციელოს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.
free image uploadingcertificity.comძალიანაც ნუ განერვულდებით ვალოდას მწოველები და "სამშობლოზე დამშვრალები"
This post has been edited by Free_World on 4 May 2017, 12:17