ნამდვილად არ მახსოვდა ამ ფილმის არსებობა...
მხოლოდ ერთხელ ვუყურე,მეც 33 წლის წინ,კასეტებზე...რომლითაც გვამარაგებდა ერთი ჯემალა.
მივიღე,როგორც ინფორმაცია,რეალური ისტორია იმ დროინდელ ამერიკულ ყოფაზე,კარგად დადგმული ფილმის სახით,
კარგი მუსიკის თანხლებით...
Topiary
ნოსტალგია არა, იმ დროინდელი ყოფის აბსურდულობა,სიმწარე... კიი,გამახსენა...
ვნახავ ალბათ დღეს,მეორედ...იქნება მივხვდე,რატომ არ ვნახე მეორედ აქამდე?!
არა და,თითქმის ყველა იმ დროინდელი განგსტერული ფილმი მაქვს ნანახი,ზოგი რამდენჯერმე...
მოგვიანებით,ჩემს შვილებთან ერთად.
მაგ.ესეც
The Cotton Club / 1984
https://www.youtube.com/watch?v=vDCcMVfy2a890-იანებში,უპირველესი ჩემი საზრუნავი იყო შვილებს ესწავლათ...
ესწავლათ კარგისა და ცუდის,სიკეთისა და ბოროტების გარჩევა...
თავისი ელემენტარული გამოვლინებებით...ელემენტარული ნიუანსებით!
არ მოხვედრილიყვნენ,უკვე დამკვიდრებული კარიკატურულ/მაფიოზური ცხოვრების წესის გავლენის ქვეშ!
ფაქტიურად, თავდაცვის რეჟიმში,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,გავიარეთ ის ავადსახსენებელი წლები...
ბევრნი ვიყავით ასეთები?!ვფიქრობ,კიი,საკმაოდ,დაქსაქსულები,სამწუხაროდ!
დაქსაქსულები კი მიმდინარე,არასასურველი პროცესების შეკავებას როგორ შევძლებდით?!
...ჰოოდა, მოხდა ის,რაც მოხდა.
არ არის ადვილი თანამოაზრეების შერჩევა!
არ არის ადვილი იმ ბოროტების,სიცრუის კასკადის შეჩერება,რომელიც ხელს უშლის პროგრესს,სამართლიანობის დამყარებას!
არ არის ადვილი,მაგრამ შესაძლებელია!
შესაძლებელია მხოლოდ პოზიტიური ცოდნით შეიარაღებული,ძლიერი,დინამიური ადამიანების ერთობლიობით!