1. გრუზინეთის პროკურატურას რაღაც "კანონით" აკრძალული აქვს აღძრული საქმის დაღძვრა
დავწერე ეს უკვე ცხრაჯერ
ამიტომ ჩვეულებრივად დააბრალებს ციანიდის ყიდვას და წაღებას
2. მამალაძიან იაკობიან პეტრეიან შორენიანად ყველანი არიან უნახავები, რომლებსაც ჩაუვარდათ ხელში ეკლესიის ფული და ყველა თავისებურად გაგიჟდა
მამალაძემ, რომელიც იყო მამალაძის ინფორმატორი, ჩაიხედა რა საფულეში, გადაწყვიტა შორენას ან ვინმეს, ვინც მთელი ფულის ხელში ჩაგდებაში შეეცილებოდა, იმის მოკვლა ციანიდით(კინოებიდან ჰქონდა გაგონილი მაგაზე)
ამაზე ელაპარაკა მამალაძეს
მამალაძემ უთხრა, კიო და მაგრამ ბევრი დაუფასა. იფიქრა ჯიბეში ედება შესაწირავის ყუთიდან გადმოყრის ეგრევე და მეც ხო რაღაც უნდა დამრჩესო
ამ მამალაძეს კი ეძვირა, არ ჰქონდა ამდენი ფული ჯერ, მაგრამ ვერ დათმო გეგმა
ამასობაში გაიაზრა რა, თავისი მომავალი ძალაუფლება თავში მოუვიდა მაგარი აზრი, რომ ეშოვა ციანიდი ნისიად და მერე აღარ გადაეხადა ფული
ამეებზე რომ ოცნებობდა, ვერ მოითმინა და ნათესავები გააფრთხილა, რომ ილია თავის მემკვიდრედ დატოვებას უპირებდა
რაც შემდგომ გრიგოლიას შოუში გაჟღერდა მაგ ნათესავის მიერ
ამასობაში გერმანიაში წასვლის დროც მოვიდა. ამან ჩაალაგა ბარგი და წავიდა აეროპორტში
მაგრამ აქ ჩამოჰკრა პროკურატურის ზარმა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე და დაიწყო ციანიდიანი კაცის დაკავების ოპერაცია.
ციანიდი არ აღმოჩნდა ჩემოდანში. ამიტომ ციანიდი ჩადეს ჩემოდანში.
ამის მერე დაიწყო ჯერ მთავრობაში და მერე საპატრიარქოში იგი პატრიარქს კლავდა, ეგი შორენას კლავდა, იგი 50 მილიარდს შოულობდა, ეგი წყალს ასხამდა და სურათს კიდებდა
ამ პერიოდში გაგიჟდა ედიშერი, რომელსაც ან მეზობელმა ქალმა უთხრა, რომ ტელევიზორში გნახეო და გადაწყვიტა იტვირთოს ჯვარი
და ბოლოს გაგიჟდა სულ ცოტა ხნის წინ გაბუნია
რომელმაც თქვა, რომ ედიშერმა სპეციალურად თქვა პეტრე პატრიარქს კლავდაო, რომ იაკობმა მოკლას პატრიარქი და მერე პეტრეს დააბრალოს