მე მონათლული არ ვარ.
შესაბამისად, არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ.
როცა პატარა ვიყავი, უნდოდათ ჩემი მონათვლა.
რაღაც მიზეზების გამო, გადაიდო მაშინ.
მერე კი თქვეს ჯერ ბებიაჩემმა, მერე მამაჩემმა, რას იტყვიო. უარი ვთქვი.
მირჩევნია, ჯერ გავერკვე რაღაცებში და მერე გავაკეთო არჩევანი.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოინათლოს პატარა ბავშვი.
რატომ უნდა მოინათლოს ადამიანი ისე, თუ არ წაუკითხავს წმინდა წერილები და ვერ ერკვევა მთელ რიგ საკითხებში...
ბიბლია წაკითხული მაქვს.
საკმაოდ ბევრი რამე მაქვს გააზრებული, ასე თუ ისე.
პერიოდულად ვიღრმავებ ცოდნას. ოღონდ, ნელა ვაკეთებ ამას.

ვხედავ, რომ ქრისტიანობაა ერთადერთი სწორი გზა.
თუმცა, ვერანაირად ვერ ვაკავშირებ ბიბლიასთან იმას, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია აკეთებს...
ამდენი მღვდელი ბიზნესმენად არის ქცეული
ამდენი სიბინძურე ტრიალებს იქ
რა ეტყობა სამღვდელოებას, რომ ჭეშმარიტად ღვთისმსახურები არიან...
2014 წლის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში 83,4% მართლმადიდებელია.
აქედან, რამდენს ექნება ბიბლია წაკითხული და ასე თუ ისე გააზრებული?

აი, ძალიან ელემენტარული რაღაცები არ იცის დიდმა ნაწილმა ბიბლიიდან.
,,მამაომ ასე თქვა" — მეტყვიან ხოლმე რაღაცაზე.
ან კიდევ, ვიღაც წმინდანის ნაწერებში ასე და ასე წერიაო.
რომ ვკითხავ, ბიბლიაში თუ გაქვს ამაზე წაკითხული, უდიდესი ნაწილი მპასუხობს, რომ არა.
ვინც მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს, ხუთი კაცის მოძებნაც გამიჭირდება, ვისაც ბიბლია წაკითხული აქვს და გარკვეული საკითხები გააზრებული აქვს, ასე თუ ისე.
თუ მართლაც სწორი გზაა მართლმადიდებლობა, ქვეყანაში, სადაც 83,4% ამ აღმსარებლობას მიაკუთვნებს თავს, რატომ ხდება ყოველდღიურად, ყოველ წუთს ამდენი ფაქტი, რომელიც არაა ქრისტიანულად სწორი?
რატომ ცრუობს ამდენი ადამიანი?
რატომ ბილწსიტყვაობს ამდენი ადამიანი?
რატომ ეწევა ამდენი ადამიანი სიგარეტს?
რატომ არის ამდენი ნარკოდამოკიდებული?
რატომ მრუშობს ამდენი ადამიანი?
რატომ იპარავს ამდენი ადამიანი?
რატომ კლავს ამდენი ადამიანი?
და ა.შ.
ხომ გარკვევით წერია, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
მესმის, რომ სრულყოფილი არაა ადამიანი და ქრისტიანიც არაა დაზღვეული ცოდვისგან, მაგრამ ნამეტანი არაა, რაც ხდება?
რა, დავიჯერო, მართლმადიდებლებიდან ცოტა აკეთებს ამეებს და ძირითადი ნაწილი იმ დანარჩენ 16,6%-ზე მოდის?

კი, არის ხალხი მრევლშიც, ვინც ცდილობს სწორი გზით იცხოვროს და არც თავს და არც სხვა არაფერი ავნოს, მაგრამ ასეთი ცოტაა...
ბიბლიაში წერია, ვიწროა კარიბჭე და მცირედნი ჰპოვებენო.
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო.
რამდენი მართლმადიდებელი აკეთებს ამას?

მე პირადად, ერთიც არ მეგულება ასეთი.
ღმერთს ღმერთისა და კეისარს კეისრისაო
მაგრამ პოლიტიკაში ჩაერიოს ქრისტიანიო, არსად წერია.
ან სად წერია, ქრისტიანულმა რელიგიამ სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს დაფინანსებაო...
და კიდევ რამდენი საკითხია...
ანაფორიანებს შეცდომაში შეჰყავთ ამდენი ადამიანი
მე მორწმუნეების წყენინება, ან შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა.
კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი რამეები.
მაგრამ ისეთებს ვხედავ, რომ გული მტკივა და მინდა, დაფიქრდეს ხალხი რაღაცებზე.
მე ახლობლებს ვურჩევ ხოლმე, რომ იკითხონ ბიბლია, ასევე, მოუსმინონ სხვებსაც, ვისაც კარგი უნდა მათთვის და მერე შეაჯერონ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია და გააკეთონ დასკვნები...
This post has been edited by ფორცხოლი on 31 May 2017, 12:16
. .