ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია - ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია თვითნებურად დაადო
08:38 28-06-2017
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია - ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია თვითნებურად დაადო ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია თვითნებურად დაადო, - ამის შესახებ ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ეპარქიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან შეთანხმებული იყო და მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე.
„რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ, გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდს გადეცემა. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...urad-daado.html