წავიკითხე და მგონი ირიბად ადანაშაულებს გიორგი მამალაძეს
" დეკანოზი გიორგი იყო მონდომებული და საქმის კეთების უნარით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს იგი (და ასევე სხვებიც), სათავისოთ გამოიყენეს მისი აქტიურობა და დღეს საქართველოს ეკლესიასთან და იერარქიასთან დაპირისპირებულად წარმოაჩენენ მას."
ჰო, მეუფე პეტრესაც მსუბუქად ბრალს დებს რაღაც-რაღაცეებში
" დღეს მასმედიის საშუალებით, ეკლესიასთან მებრძოლი ძალები, მოხერხებულად „უჭერენ მხარს“ მეუფე პეტრეს, ამეტყველებულ გმირად და „ცოდვის მორევში“ ჩაფლულ საპატრიარქოს დანარჩენ წევრებთან მებრძოლად ხატავენ მას, რითაც ეკლესიაში ქმნიან დაპირისპირების სახეს და ცდილობენ უნდობლობის შემოტანას, ხოლო საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, განხეთქილების მცდელობასაც კი უმიზნებენ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ განხეთქილების, არც მომხრე და არც მხარდამჭერი თავად მეუფე პეტრე არ არის და არც იქნება, ტყუილად იმედოვნებენ მავანნი; მეორე - ასეთი სახით, ასე ცალმხრივად მოვლენის გაშუქება და ამის მუდმივი ტრიალი, წერტილ-მძიმის გადაღეჭვით, წარმოაჩენს სხვადასხვა არხის და ტელეჟურნალისტის მიკერძოებას და შეკვეთის არსებობის ეჭვს აჩენს; და მესამე, ყველა შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული რიგი ინფორმაციის დაუზუსტებელია, რაც თავად მეუფეს უნდა გადაემოწმებინა."
ნუ როგორც ალბათ აქ იტყოდნენ, მეუფე ანდრია შორენას "კლანიდანაა"