ძალიან უყვართ ამ ფორუმზე, თუ სოციალურ ქსელებში თუ თუნდაც ქუჩაში იმაზე ლაპარაკი, როგორ გვმართავენ მასონები და გლობალისტები და შავი ხელი და რეპტილოიდები და როტშილდები და როკფელერები
ხოდა, ამ ხალხისგან მაინტერესებს ყველაზე მეტად:
მათ ქართულ ანალოგებზე რატომ დუმხართ?
ბიძინამ პირველი რაც გააკეთა ჯერ კიდევ სცენაზე გამოსვლის პირველივე დღეებში და მერე უშუალოდ არჩევნების წინ, ამ ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრა იყო.
უფრო სწორად, ვირთხებთან, რომლებსაც, ალბათ, ძალიან დაწვრილებით აუხსნა, რომ გემი იძირება და ტრაკი გაანძრიეთო.
ხოდა, იმათაც მოგების გარდა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ:
ზოგი კვერცხებში იყო და ნაციონალების სიით პარლამენტში და ახლა ქოცებისგანაა იმავე აპარატში
ზოგს რაც რამე თხილეულია ქვეყანაში, თავისთან მიაქვს კაპიკებად და მონოპოლიურ ფასებს აწესებს. იმდენად მონოპოლიურს, რომ ის ხალხი, რომელიც თხილს აქ ყიდდა, ახლა თურქეთში კრეფს სხვის თხილს
ზოგს რაც რამე აფთიაქია ქვეყანაში, ჯიბეში აქვს და წამლებზე ისე ადგენს ფასებს, თითქოს ბირჟაზე თამაშობდეს
ხოდა, რა მაინტერესებს:
რატომ არ ლაპარაკობთ ამ ხალხზე, არც კი აწუხებთ, როცა:
1. ის მათხოვრული ხელფასები, რაც ქვეყანაშია, მეტწილად მათი და მათი ლობიზმის დამსახურებაა. (ან რად უნდათ ლობი, თავად სხედან პარლამენტში)
2. უცვლელი, ხელშეუხებელი მეფეები არიან (თუ ვალერი გელაშვილისნაირ გამოშტერებულებს არ ჩავთვლით)
3. და ულაპარაკოდ და უპრობლემოდ ერგებიან ყველა მთავრობას, ოღონდ კარგად და სწრაფად განაგრძონ თქვლეფა.
ძალიან, ძალიან გთხოვთ, ბენდუქიძის ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებაზე არ დაიწყოთ ბაზარი
ვითომ რამეს ცვლიდა ან შეცვლიდა ის სამსახური.

რეინტეგრაციის სამინისტროსი არ იყოს.
ხოდა, როდის აპირებთ ამ გაზულუქებულ ახვრებზე ხმის ამოღებას?
თუ ისევ წიკლაურის ან ბესელიასნაირ პაიკ, დებილ ტიპებზე უნდა ანთხიოთ ბოღმა მარად და მარად?
უფრო ჩვენი ნაციონალისტი ძმების პასუხი მაინტერესებს.

ანუ რითია თუნდაც ლიპარტელიანი ან ჭყონია "გლობალისტ" როტშილდზე ან სოროსზე უკეთესი?