ამას ჰქვია მარაზმი
ნუ ჩრდილოეთ კორეას ცოტათი ვჯობივართ
მოსახლეობის დიდი ნაწილი ილუზიებში ცხოვრობს
ნაწილი სტალინზე აბადებს
ნაწილი ზვიადიზე
ნაწილი მიშაზე
ნაწილი ბიძინაზე
ნაწილს წილხვედრში ჰგონია თავი, ეკლესიას შეფარებული მუქთამჭამელი და ქონებას დახარბებული მამაოების დამცველია და გუნდრუკს უკმევს...
ამ მასას მტერი ვერ გაურჩევია და მოყვარე
ამხელა იმპერია გეომება და შენს დაქვემდებარება-დამონებას ცდილობდა და დღესაც ცდილობს
წაგართვა დამოუკიდებლობა
თუ კი ვინმე ნასწავლი და გამორჩეული გყავდა, ან მოგიკლა ან ოჯახიანად გაგიციმბირა, ან დაატერორა და დააშინა
გაზიდა ქონება და ძვირფასეულობა, გადაღება და გაგიუქმა ეკლესია-მონასტრები
საზღვრები თავის ნებაზე შეგიცვალა, ავტონომიები დაგიარსა, სეპარატიზმი დათესა და მოსავალს დაელოდა რათა გაგთიშოს და იბატონოს!
აღდგენილი დამოუკუდებლობის შემდეგ ისევ ვერ ეგუება რომ გაგიშვა ხელიდან
თავისად მიაჩნდი და დღესაც თავისად მიაჩნიხარ, გაბოროტებული ხელს გიშლის განვითარებაში
ჩამოგიგდო პრეზიდენტი, გაგიჩაღა თბილისის ომი, ზედ მიაყოლა 2 კონფლიქტი
ეკონომიკურად გზღუდავს და დივერსიას გიწყობს, საერთაშორისო არენაზე გებრძვის და დეზინფორმაციას გივრცელებს პრესით, ინტერნეტით, რელიგიით...
ყველა საშუალებით...
ლტოლვილების დაბრუნებაზე რეზოლუციას გიბლოკავს
საკუთარ ქვეყანაში მავთულებს გიჭიმავს
არაფრად აგდებს არც შენს წუხილს და არც სხვას აძლევს უფლებას დაგეხმაროს
სულ ჰკიდია ადამიანის უფლებებიც და საერთაშორისო გაერო/ეუთ/წითელი ჯვარი
გეპყრობა აგდებულად დამცინავად და იყურება კუნთებზე
დიპლომატია რა ხილია არც სხვა ქვეყნებთან იცის
და ასეთ ქვეყანას რო შეუძვრები ყველაფრის ღირსი ხარ!!!
უთავმოყვარეო ერი ვართ
ნაცების გარდა არავინ არაა ხმის ამომღები
პარადოქსია მაგრამ მწარე რეალობა
ნაცი რო ხმას ამოიღებს და სამართლიანობაზე მოგიწოდებს
პატრიოტობაზე რო მოგიწოდებს
ქვეყნის სიყვარულზე რო მოგიწოდებს

მოსე მართალი იყო
უდაბოში რო დაბოდიალობდა
This post has been edited by mtasiqiteli on 9 May 2017, 20:57