Melanoხო, ფაქტი აშკარად პარადოქსულია. ერთიციცქნა გერმანია, რომელიც ამხელა მასშტაბით აწარმოებდა საომარ ოპერაციებს და თან, 1939 წლიდან, ომიდან გაცილებით ნაკლები ადამიანური ზარალით გამოვიდა, ვიდრე უშველებელი სსრკ.
ფაქტია, რომ საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, თორემ სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ 1 თვეში ფრონტის ხაზი ფაჩიკოს გარმონივით მოირღვა და სექტემბერში გერმანელებმა ლენინგრად-მოსკოვს უწიეს. თან, ამ დროოსათვის ე.წ. კატიოლებში უკვე მილიონობით ჯარისკაცი იყო დაკარგული, ტყვეების სახით. აურაცხელ მოკლულებზე აღარ ვსაუბრობ.
ყირიმში რაც მოხდა, ეგ ხომ საერთოდ მსოფლიოს უდიდესი ადამიანური ტრაგედიების რიცხვშია შესაყვანი.
---
გუშინდელის მერე დედაჩემს ველაპარაკე და ასე მითხრა-ბიძაჩემის სტალინისტობა მხოლოდ პოზა იყოო.
სინამდვილეში არავის უმხელდა, რომ დევნის მანია ჰქონდა-მომაკითხავენ და წამიყვანენო. კარტზეც კი ,არჩიელობდა-გადასახლება ხომ არ ამომივაო
ჰოდა, იმ სახელმწიფოს და მის ბელადს რა ვუთხარი მე, ნაომარ, ნატყვევარ, ნაშიმშილარ და დაავადებულ ადამიანს რომ საკუთარ სახლში არ აყენებს და ღამე არ აძინებს გასახლების შიშით.
ასეთი დევნის მანია სხვებსაც ჰქონდათ. უნივერსიტეტში ასწავლიდა ადამიანი, სახელად ბიძინა კონტრიძე.
20-იანი წლებიდან ემტერებოდნენ და გატანჯული ჰყავდათ გადასახლებებით. ომის დამთავრების მერე გამოუშვეს. უკვე ასაკოვანი იყო მაშინ.
ხელახლა რომ დაიწყო გადასახლებები, ადგა თურმე ბიძინა და საკუთარი ფეხით ჩავიდა შუა აზიაში (სადაც ადრე იჯდა).
მაინც დამიჭერენ და მოხუცი და ავადმყოფი ვარ, ეტაპს ვერ გავუძლებო. სადღაც გზაში ჩაკვდომას ისევ ჩემი ფეხით წასვლა მირჩევნიაო.
იქ ერთხანს გააჩერეს და გამოუშვეს მერე. ეტყობა, ჩათვალეს "ზემოთ", რომ მიზანი მიღწეული იყო და შეეშვნენ.
მე ეს ამბავი მამაჩემისაგან ვიცოდი (მას ასწავლიდა გერმანულს ბიძინა, 61-62 წლებში) და იმდენად ფანტასტიკურად მომეჩვენა, რომ არ დავიჯერე. შემდეგ მოულოდნელად ვიპოვე წინა საუკუნეში ცნობილი გერმანისტისა და ლიტერატორის-ნოდარ კაკაბაძის ესეების წიგნში (ცალკე ესე ეძღვნებოდა ბიძინას, როგორც მის მასწავლებელს). კაკაბაძე ძალიან ახლოს იცნობდა ბიძინასაც და მის ოჯახსაც და შესაბამისად,ლეგენდებს ნამდვილად არ დაწერდა.
სახელმწიფო კი არა, საპყრობილე იყო. როგორ შეიძლება, რრომ ასეთ ვითარებას შენატროდე?
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!