და რატომ გიკვირს, - გგონია, ნაცები აღარ არიან?

აბა, გადახედე პარლამენტის უმრავლესობას, მთავრობას...
სასამართლოზე და პროკურატურაზე აღარაფერს ვამბობ
* * *
PFUCURRICULUM VITAE
ზურაბ პოლოლიკაშვილი
ზურაბ პოლოლიკაშვილი დაიბადა 1977 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში.
1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საბანკო საქმის სპეციალობით.
2008-2009 წლებში გაიარა მადრიდის ბიზნეს სკოლის (Instituto de Empresa de Madrid) ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსი.
2001 - 2005 წლებში იყო თიბისი ბანკის მთაწმინდის ფილიალის დირექტორი.
2005 წელს ეკავა თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორის თანამდებობა.
2005-2006 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე.
2006-2009 წლებში იყო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2009-2010 წლებში კი მას ეკავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი.
2010 -2011 წლებში იყო ჯგუფი თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
2011-2012 წლებში მუშაობდა „თბილისის დინამოს" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
2012 წლიდან იგი მეორედ დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.