მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა - გიორგი მარგველაშვილი ფარცხალაძის სკანდალზესაქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იმყოფება. ის ლაშა თორდიასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თანამშრომელბს ხვდება.
შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ფარცხალაძის სკანდალთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ითხოვს, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უშლის სახელმწიფო ინსტიტუტების და ზოგადად ქვეყნის განივთრებას.
“უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იმ ვითარებაში როდესაც სამწუხაროდ რაღაცა გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ნათელი და პირდაპირი პასუხი, ჩვენ დღეს ვხედავთ სამწუხაროდ ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას და ამის მერე ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში.
"დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარ ომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ნებისმეირ ასეთ სიტუაციაში ჩვენს სამართალდამცავებს, სადაც მუშაობს ათასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძება, მივეცით მათ რეალურად გააცნონ, რა მოხდა და როგორ მოხდა.
"ვიდო კასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ჩვენ მოქალაქეებთან და მერე რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
http://rustavi2.ge/ka/news/77128