ფორუმზე თემის გახსნიდან 1700 ლარია დაახლოებით შეგროვებული.

არადა აქ ყოფილა შემთხვევები კვირაში შეგროვებულა ამაზე მეტი.
გიორგის მდგომარეობა ისევ ცუდია. ნუ რეანიმაციაში ყოფნის პერიოდს თუ შევადარებთ იმას კი სჯობს. გაუმჯობესებული აქვს ნერვული იმპულსები და რეფლექსები და ექიმებს თუ დავუჯერებთ 1 წელიწადში ფეხზე დადგება და იცხოვრებს ნორმალურად.
ახლა დამოუკიდებლად ვერ ჯდება, ვერ დგება, სიარულიც უჭირს. მიღწევა ისაა რომ დახმარებითაც ვერ ჯდებოდა და ხელსაც ვერ წევდა. სუნთქვაც უჭირდა და ახლა იშვიათად რომ აპარატი დაჭირდეს. ადამიანს აქვს წინსვლა და გარანტია რომ ისევ ისეთი ბიჭიიქნება როგორიც იყო.
ოჯახს არ აქვს ნორმალური შემოსავალი, დედამ დაანება სამსახურს თავი, რადგან გიორგის მარტო დატოვება არ შეიძლება. ოჯახის შემოსავალია დის ხელფასი. და კი ჩემი შვილის ძიძაა და ამ ხელფასით ირჩენენ თავს. თავს ორმაგად ვალდებულად ვთვლი რომ რამე ვუშველო ამ ხალხს. დღეში მარტო ვარჯიშში და წამლებში მინიმუმ 60 ლარი ჭირდებათ, გზას და კვებას რომ თავი დავანებოთ. საბედნიეროდ არიან კეთილი ადამიანები ვინც შეძლებისდაგვარად ეხმარება ოჯახს, მაგრამ არაა ეს საკმარისი. იქამდე მაინც მივიყვანოთ საქმე, რომ გიორგის სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდეს და დედამისი სამუშაოდ წავიდეს.