ვიცი, რომ ყველას უჭირს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დახმარებას ელოდება.
ერთეულები კი მდიდრდებიან და ვილებს იშენებენ.
უბრალოდ გულმა არ მომითმინა, არ დამეწერა, იმიტომ რომ კახა ამას ნამდვილად იმსახურებს - თანადგომას და დახმარებას.
მიხაროდა, რომ ასეთი წესიერი და კარგი ახალგაზრდაა, ყოველთვის ყველას გვერდში ედგა, ეხმარებოდა, მის ოჯახს ეამაყებოდა, რომ კარგი, წესიერი და მშრომელი შვილი გაზარდა.
თბილისში ჩააბარა და სწავლის პარალელურად მუშაობდა, თავის სამყოფ ფულს თვითონვე შოულობდა.
მერე მოხდა ის საშინელი ავარია....
თითოეული ლარი ძვირფასია მისი ოჯახისთვის.
ეს პოსტი მისი ნათესავისაა:
Xatuna Maglakelidze
2 hrs
გამარჯობა მეგობრებო. ძალიან რთულია ამ პოსტის წერა ჩემთვის და მსგავსი დახმარების თხოვნა დღევანდელობაში, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო მიწევს და იმედი მაქვს თითოეული ადამიანის გულისხმიერების.
ეს ბიჭი კახა ჯორბენაძეა, ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. ვინც კახას იცნობს, იცის როგორი თბილი, უბოროტო, პატიოსანი და სიკეთით სავსე ბიჭია. ასევე ვინც მას იცნობს, ისიც იცის, როგორ უყვარს სიცოცხლე, ღიმილი და ადამიანები. ჩვენთვის ის განსაკუთრებული ადამიანია! და ამ განსაკუთრებულ ადამიანს იმის საშუალება წაერთვა, რომ თავისი სიცოცხლით გაეხარებინა.
კახა ავარიაში მოყვა 2 მაისს, საავადმყოფოში შეიყვანეს უმძიმესი მდგომარეობით (4 ქულიანი კომით), მიუხედავად ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევისა მისმა ტვინმა ვერ შეძლო ამ ტრავმის დაძლევა. კლინიკაში მკურნალობა გაგრძელდა 3 თვე, თუმცა უშედეგოდ. გაწერეს სახლში უმძიმესი დიაგნოზის მოლოდინში (ვეგეტატიური მდგომარეობა/ მინიმალური ცნობიერება).
თითქმის 3 თვეა კახა გადაყვანილია ბინაზე. უტარდება მასაჟები და მედიკამენტოზური მკურნალობა. მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია, ვინაიდან სჭირდება განსაკუთრებული მოვლა -პატრონობა.
მისი ოჯახი ცხოვრობდა გურიაში (ლანჩხუთში). დღეს, კახას მდგომარეობიდან გამომდინარე, ქირით ცხოვრობენ თბილისში და უვლიან შვილს, რომლის დატოვებაც კი არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, ოჯახმა ამოწურა საკუთარი რესურსი შვილის სამკურნალოდ, თუ მოვლა/პატრონობისთვის.
ამიტომ გთხოვთ ყველას, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს ამ კეთილ ბიჭს, რომ ის შანსები რაც არსებობს მის გამოსაჯანმრთელებლად, უსახსრობის გამო არ დაკარგოს. ოჯახს ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს სამედიცინო კუთხით კონსულტაცია, თუ ფინანსური სახსრები.
მიმღები: მამა- თენგიზ ჯორბენაძე
მიმღები ბანკი: თიბისი, TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი: GE91TB7120836010100029
დედა: ნათია კუნჭულია. ტელ. ნომერი: 568477732
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა