ტაქსი!...ტაქსი!... სანზონა, მივაყვირე
ეგეთი ტორმუზი დაარტყა, ნახევარი ბრუნი გააკეთა და 10 მეტრში დააკვდა.
მივარდი აქოშინებული წინა კარებს - ვიღაცაა გაშხლართული.
რას ვიზამდი -ღამის 3 საათია-ჩავჯექი უკან
რა აქ ჩამჯდარხარ და რა აძმარებულ ქვევრში ჩაგიყვია თავი. განთხლეული მთვრალი უზის წინ.
-საით მიდიხართ-ვეკითხები.
-მუხიანში უნდა ავიყვანო, ძმაკაცებმა ჩადეს...
ჰოდა მეტი კი არ უნდოდა იმ ტაქსისტს, მოაღო პირი
-ამის დედა მო@@@ან, ძმაკაცი რო ხარ, მიიყვანე სახლში რა, მარა ეგ რაა, ტო, ძმაკაცი კი არა, ამას წინებზე, ღამით, ვიღაც კაცმა გამაჩერა, ქალი ჩამისვა, ანგელოზი, რა...
-ფული დამიგდო 20-იანი, ხურდა არ მინდაო. აბა ეგეთ ქალს ვინმეს გაატანდა კაცი? ხოდა ნახევარი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, ეს ქალი არ მეუბნება, არ გინდა ეგ 20-იანი მე მომცეო? მე თქვი, რატო უნდა მოგცე მეთქი. შენ ეგ მომეცი, მეც ვალში არ დაგრჩებიო.
ჰოდა ამოიქოქა ეს ჩემი ტაქსისტი და მოაღო პირი, მე სიტყვის ჩართვა არ მინდა, კითხვას ხომ ცოცხალი თავით არ დავუსვამ. ის ჩემი ცოდვით სავსე, წინა სავარძელზე, სიცოცხლის ნიშანწყალს არ იძლევა...
-ვახ რა ტუზი დამეცა (უმატა აბაროტებს

) ვფიქრობ, ამისთანა ქალში 20-იანს კი არა, ძმაო, სახლს დააგირავებ... ხოდა ავიყვანე რა ტბილისის ზღვაზე და ღამის 2 საათამდე, მიდი-მოვდივარ, რა...
-არადა, ძმაო დილით რომ გამოვედი ეგრევე ერთი ბოზი ავაგდე, მონატრებული ვიყავი, რა... (გაშალა ფრთები, ამ ჩემის ტაქსისტმა

)
-შუადღეზე კიდე ერთი დამა ქალი მივიყვანე ბაზრიდან, მივეხმარე ატანაში , სახლში დამპატიჟა, ყავა, რამე, შური -მური ...
-ხოდა აზრზე ხარ, ტო ერთ დღეში რა შეიძლება გადაგხდეს, ტაქსზე რომ ზიხარ? რა არის, არა ცხოვრება, ჩემო ძმაო (წაუფილოსოფა)
-ხოდა სახლში რომ მივედი, ფეხის წვერებზე შევიპარე, ვფიქრობ, ახლა ჩემს ცოლს არ ეღვიძოს და იმანაც რამე არ მომთხოვოსტქო, რა...
-მარა ჩემდა ბედად მკვდარივით ეძინა, ეგრე გადავრჩი, რა...
ამ დროს იმ მკვდარმა... წინა სავარძელზე რომ იყო მისვენებული და მთელი გზა ხროტინის მეტს ხმას არ გამოსცემდა... არ წამოწია თავი?
წამოწია და ...
- ხოო, ალბათ ეგეც მაგარი ნადღნაურები იქნებოდაო (ცოლზე... მიდო ისევ თავი და გააგრძელა ხვრინვა- ხროტინი)
ეგრე მოსხიპა ამ ტაქსისტმა, ხმა აღარ გაუღია
ხარხარი ამიტყდა, მტრისას... კი ჩავიფსი იმ უკანა სავარძელზე, მარა...
მარა, ჯერ ის პატიოსანი კაცი მივაყვანინე... გადააგდებდა მტკვარში
ჩემი არ არი, მაგრამ ნამდვილი ამბავია
This post has been edited by xnieri on 16 May 2017, 00:40
და-ბა-და, და-ბა-და, და-ბა-და,და-ბა-და...
დაბა-და, დაბა...
დაბა-და, დაბა...