თბილისის მერია რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ირწმუნება, რომ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში თხრილში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს"- ნათქვამია განცხადებაში.
ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მათივე ცნობით, თხრილში დიდი რაოდენობით წყალი და ტალახი იყო, რის გამოც ბიჭის ამოყვანა ვერ მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
https://formulanews.ge/News/123093ქართული ტელევიზიები პროჭულად აყალბებენ და იყენებენ გარდავლილი ბავშვის ოჯახს.
გარდაცვლილი ბავშვის დედა და სკოლის დირექტორი ამბობს რომ ბავშვი თვითონ შეძვრა რიყის დოქების შენობის ქვეშ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და შენობის ქვეშ ორმოში ჩავარდა
ბავშვი კი არ მიდიოდა გზაზე და ჩავარდა საკუთარი ნებით და სურვილით სადღაც შეძვრა და ჩავარდა ამათ შორის იცით რამხხელა განსხვავებაა ?
მთავრობა აქ რა შუაშია ? როცა ადამიანი თვითონ იქცევა უტვინოდ
გამოდიან ეს მაძუნგარა ქალები და გაჰკვირიან უსაფრთხოების ნორმები რატომ არაა დაცული და ამკრძალავი ნიშანი რატომ არ იდგა კალაძე მკვლელია კალაძე კი არაა სულ რომ გიგი უგულავა ყოფილიყო მერი მაინც არაა მისი ბრალი და თუნდაც ჭიაბერაც ყოფილიყო მერი კალაძე რომ არ გევასებათ ვიცი მაგრამ ადეკვატურობა არ უნდა დაკარგო
ქალაქში ზებრაცაა და შუქნიშანი მაგრამ ხალხი ბატებივით გადადიან გზაზე.
ამკრძალავი ნიშანი გააჩერებს ხალხს
15 წლის ახალგაზრდას მაგრად ახატია ეგ შენი ამკრძალავი ნიშანი და ღობე.
არც ერთ ქალაქში არაა უსაფრთხოება დაცული 100 % და ვერც ვერავინ დაიცავს ძაან რომ უნდოდეს
ყველას ყარაულად ვერ დაუდგება მთავრობა ვერც თბილისში და ვერც ლუქსემბურგში
ეს ტელევიზიები იასეთი არაადეკვატყურები არიან კაცს რომ მეხი დაეცეს მაგასაც მთავრობას დააბრალებენ