#50974021 · 16 Jul 2017, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (HurricaneKat. @ 18 May 2017, 10:48 ) | ხალხი იყოფა ორ ჯგუფად ერთი ვინც ცვლის რამეს, ან ცდილობს მაინც და მეორე, რომელიც ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და გაიძახის :ჰეი, საით მიექანები საქართველო? რატომ ხარ "ასეთი" გურჯია?! |
გეთანხმები.
ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ეშინია ცვლილებების, არ იცის, როგორი იქნება მისი როლი შეცვლილ რეალობაში, უჭირს ტრანსფორმაცია.
უკვე აწყობილ. დალაგებულ საზოგადოებაში ასეთ ადამიანებს რაღაც პონტში საჭირო, დამაბალანსებელი როლი ენიჭებათ, რადგან ნებსით თუ უნებლიედ დამატებით მოტივაციას უჩენენ ცვლილებების მომხრეებს - ათასჯერ აწონ-დაწონონ ყველაფერი.
აი ჩვენნაირ საზოგადოებაში კი, სადაც რეალობა ძალიან ცუდია, ნამდვილად არ მესმის ამ ხალხის. ასეთი ხალხი (თუ ბევრი არიან) განვითარებას აფერხებენ და შეიძლება ერი დაღუპონ კიდეც. რადგან, ჩვენს ეპოქაში, თუ არ ვითარდები, ესე იგი უკან მიდიხარ და სულ მალე აღმოჩნდები ისტორიის სანაგვეზე.
--------------------
ჯერ სად ხართ, მაგრამ გაგებით მოეკიდეთ
|