შევეშვი მე საქმეს.
არ მაქ ამის ნერვები და მუდმივად ნეგატივ/პოზიტივის მოსმენები, მთელი ეჭვები და გიწევს დარწმუნება რომ კარგი საქმეა და ა.შ მთელი დღე მაგაზე მიდის ლაპარაკი. თან იმაზეც ფიქრობ ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება ამ საქმეს და შენ თავშიც ეჭვდები ცოტა მაინც იქნებ თვითონ ვერ ხვდები სად ხარ.. თან რო არც გინდა წაკითხვა არგუმენტების რაც პირველ გვერდზეა მოცემული. ქვეცნობიერად არ გინდა დაიჯერო რო 5000 ლარი წყალში გადაყარე მარა საგზური ხო ვიყიდე, მარა ეხა იმ საგზურს გამოყენება ხო უნდა და დალშე ფულს იხდი კიდევ....
რაღაც პონტში მქონდა მეც რაღაც ნეგატივები, მაგალითად ამბობდნენ, რომ ღამის 4 საათზე უნდა დაადგე სახლში შენს დაირექტს და პრეზენტაცია წაუკითხო და ეს არის ნორმალური და ასე უნდა მოიქცე. მე მქონდა აზრი რო ეს იყო ###ობა ღამის 4 ზე რო დაადგები სახში ესეიგი რაღაც არაა ნორმალურად საქმე. ხო კიდე "ნორმალური" იყო რო შენს დაირექტს ტვინი #####ნა ბოლომდე და არ მოეშვა,ეს "დაძალების" მომენტი არ მომწონდა. ხო ნუ არის კიდევ რაღაცეები რაც მე თვითონ არ მომწონდა. იყო შეგრძნება რომ "ლიჟბი" ვინმე ყოფილიყო მის ქვემოთ, ცხოველური ინსტიქტებით მუშაობენ,თვითგადარჩენის მომენტი იყო თითქოს. მტაცებელი ცხოველივით მოყავდათ პერსპექტივი.
არ მომწონდა ის, რომ რომელიმე ლიდერი როცა ბრიფინგს მართავდა, თითქმის ყველა ადამიანურ გრძნობებზე ამახვილებდა ყურადღებას, დრამას დგამდა, ოჯახი, გაჭირვება, სახლ-კარი, ტირილი, შიმშილი და შეწუხებული სახეებით. "შენ თუ შენი მეგობარი არ გამოგყვა ესეიგი შენი მეგობარი არ არის" - თემა არ მომწონდა და არ ვეთანხმებოდი.
10 თვეა ქიუნეტში ვარ და 1 კაციც არ მყავს. მე კიდე ისე პროფესორივით ვლაპარაკობდი ბევრს კაი ლიდერი ვეგონე.
დეპრესიამ მომიცვა ალბათ....

ხოდა ვინ არის მართალი ფორუმის აზრი თუ ქიუნეტელები არვიცი. შუაში ვარ გაჩხერილი

ხვალე დავიწყებ აბა პირველი გვერდიდან და შევხედავ ერთი რა დაწერეთ...
რავიცი რავიცი...
ცოტა დავლიე და მომაწვა და მომინდა თქმა