ეროვნული ბანკის გაფრთხილება, ფინანსური პირამიდების თაობაზე - შევადაროთ მას ქიუნეტის „ბიზნეს-გეგმა“ -
https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.ph...115&blog_id=183
ფერების შესაბამისად რიგის მიხედვით გავავლოთ პარალელი ქიუნეტთან.
1. ქიუნეტი გთავაზობთ „გრანდიოზულ ბიზნეს-გეგმას“, თითქოსდა გახდებით წარმატებული, გექნებათ დიდი ოდენობით შემოსავალი და რიგი პრეზენტატორები პირდაპირ მილიონრობას ჰპირდებიან ახალმისულებს.
2. ქიუნეტში მიღებული შემოსავალი ახალი წევრების ჩართვის პირდაპირპროპორციულია, არ/ვერ ჩართავთ თქვენს ქვევით ახალ წევრებს, შესაბამისად კომპანია 1 თეთრსაც არ ჩაგირიცხავთ.
3. ქიუნეტელები მუდამ ცდილობენ თავს მოახვიონ ახალ წევრებს, რომ კომპანია ძალიან წარმატებულია, აჩვენებენ სხვადასხვა რეიტინგებს, გაურვეველ რეპორტაჟებს და არაავტორიტეტული პირების მოსაზრებებს ქიუნეტის შესახებ, ან ცდილობენ სხვადასხვა ავტორიტეტული პირების მოსაზრებებით (რომლებიც საერთოდ არ ეხება ქიუნეტს) გაამართლონ თავიანთი „ბიზნეს-გეგმა“. ყველაფრის მიუხედავად ბოლო ადრე თუ გვიან ერთი იქნება, როგორც კი მასიურად ვეღარ მოიძიებენ ადამიანებს ვინც 4 500 ლარს შეიტანს ქიუნეტში, მაშინვე გაჩერდება დაფინანსებაც (რადგან იგი დამოკიდებულია ახალი წევრების ჩართვაზე და ყოველი ახალი წევრის შეტანილი თანხიდან წილი რიგდება პირამიდაში) და შესაბამისად პირამიდაც გაიჭედება.
4. ქიუნეტელები ხშირად ცდილობენ, რომ თავგზა აუბნიონ ახალ წევრს და აჯერებენ მას, რომ ქიუნეტი არ არის ფინანსური პირამიდა, რადგან თითქოსდა ფინანსურ პირამიდებს „პროდუქტი“ არ გააჩნიათ. რეალობა არის საპირისპირო, ბოლო ათწლეულებში ზუსტად ე.წ. „პროდუქტის“ გაყიდვის საფარქვეშ მოქმედებს პირამიდული კომპანიების უმრავლესობა და „პროდუქტის“ ასორტიმეტი ქიუნეტის მსგავსად არის გარკვეული მომსახურებები, აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული პაკეტები და ა.შ.
5. რაც შეეხება ფასების ადეკვატურობას, აღნიშნული მრავალგზის იყო განხილული და ქვემოთ შეხვდებით კიდევ რამოდენიმე მაგალითს, მაგრამ აქვე ჩავდებ ვახსენებ კოლოსალური ფასნამატის ყველაზე თვალშისაცემ მაგალითს - „ჩი ყელსაბამი“ რომელიც ქიუნეტის მაღაზიაში 658 აშშ დოლარი, როდესაც ზუსტად იგივე „ჩი ყელსაბამი“ შეგიძლიათ შეიძინოთ 3 დოლარად.
6. ქიუნეტელების „ბიზნეს-გეგმა“ ზუსტად ამ ფორმატით მოქმედებს, რომ მთავარია მოიძიო პიროვნება, რომელიც ერთჯერადად შეიძენს პროდუქტს და შემდეგ თვითონაც ანალოგიურ ქმედებას განახორციელებს.

აქ პარალელის გავლებას დიდი ახნა არ ჭირდება - „მოიყვან 2 კაცს, ის 2 კაცი თავიანთ 2-2 კაცს და ა.შ.“. სურათზე მაგალითად მოყვანილია კლასიკური პონცის სქემა, ანალოგიურ განვითარებას გვთავაზობს ქიუნეტიც თავის პირამიდულ „ბიზნეს-გეგმა“-ში.

პირველი და მეორე პუნქტები უკვე განხილულია.
მესამე პუნქტის შესაბამისად ქიუნეტს საქართველოში ჰყავს შუამავალი შპს „დრიმლაინი“, რომელსაც გააჩნია გარკვეული „შოურუმი“, სადაც გაგაცნობენ რა სახის პროდუქტს ყიდის კომპანია.
მეოთხე პუნქტში აღწერილიც პირდაპირ შეესაბამება ქიუნეტს, რადგან თანხა არსად იდება, არანაირი რეალური ინვესტიცია არ ხდება და იგი ნაწილდება კომპანიის მფლობელსა და პირამიდის წევრებს შორის.
მეხუთე პუნქტიც რა თქმა უნდა ქიუნეტის ზუსტი აღწერილობაა, რადგან მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მწირად მოიპოვება ჩართული პირების მხრიდან, არ მოდიან არანაირ დეტალურ განხილვაზე, ყოველთვის მალავენ შემოსავლის ან სხვა სარგებლის მიღების დამადასტურებელ ფაქტებს და მანიპულირებენ ყალბი სურათებით (ერთიდაიგივე სურათის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა სხვადასხვა ქიუნეტელების მიერ სხვადასხვა პერიოდში).
მეექვსე პუნქტში აღწერილი გარემოებებზე ნებისმიერ უნდა გაგახსენდეთ „,მანჩესტერ სიტის სპონსორობა“, რაც რეალურად წარმოადგენს ქიუნეტის მიერ შეძენილ რეკლამის უფლებას, რასაც შემდეგში ქიუნეტის წარმომადგენლები იყენებენ ქიუნეტის ავტორიტეტის გასაზრდელად. აგრეთვე გაგახსენდებათ თუნდაც „ფორმულა 1-ის გუნდი მარუსია“, რომელზეც, მიუხედავად იმისა რომ 2015 წელს დაიშალა და დღეს საერთოდ არ არსებობს, მუდმივად აპელირებენ ისეთი ფორმით თითქოსდა ქიუნეტი მას კვლავ აფინანსებს.
This post has been edited by FoolOnTheHill on 21 Jun 2017, 14:19