ინტელექტის ზუსტ იგანმარტება საერთოდ არ არსებობს და ისე თუ ტერმინოლოგიურად განვიხილავთ ინტელექტი და განთლება სხვადასხვა ცნებად ვერ ჩაითვლება, რადგანაც განათლება სწორედაც რომ ინტელექტის შემადგენელი ნაწილია. ინტელექტი რა არის ამაზე მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ დღემდე და ეხლა ჩვენ რომ დავწეროთ აქ განმარტება თუ რა არის ინტელექტი ძალიან უინტელექტოები გამოვჩნდებით ალბათ

ის რაც მე დავწერე შინაგან და შეძენილ ინტელექტზე ის საერთოდ არ ეწინააღმდეგება იმ აზრს რასაც შენ წერ დასაწყისში, ერთიდაიგივეა შედეგობრივად და იმას თუ რამდენი წიგნი აქვს წაკითხული ინტელექტზე რომ არ მოქმედებს ნამდვილად ვერ დაგეთანხმები

წიგნის დანიშნულება სწორედაც რომ აღმზრდელობითი ხასიათი აქვს და სასკოლო საშუალო განათლებაში ლიტერატურული ნაწარმოებები სწორედაც მაგიტომ შეიტანეს რომ აგმოიწვიოს ჩვენი ინეტელექტის განვითარება. ეს მეტნაკლებად სხვადასხვა ხარისხით ვლინდება თითოეულ ადამიანში. ზოგი მეტს სწავლობს 1 გვერდიდან, ზოგი ნაკლებს. ესეც რათმაუნდა მის შინაგან ინტელექტზეა დამოკიდებული. შინაგან ინტელექტს მე შეგნებულად ვხმარობ რომ გამოვყო ის შეძენილისგან, რომელსაც აგრეთვე შეგნებულად ვხმარობ .
მოკლედ აქ ინტელექტზე დისერტაციის დაცვას აარცერთი ვაპირებთ მგონი

ისე შენ თითონ ეწინააღდეგები შენს ნათქვამს თუ კარგად დაუკვირდები. თავიდან ამბობ რომ : ინტელექტი არის უცნობ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი. და ბოლოს ამბობ რომ : სექტას რაც შეეხება აქ უკვე ფსიქოლოგია ერთვება. შეიძლება ადამიანს ენდო და არ დაფიქრდე საერთოდ. ეს არც ინტელექტის სასარგებლოდ მეტყველებს და არც პირიქით. თუ გადაწყვეტილება მიიღო გაწევრიანდეს ქნეტში გამოდის ეს მისი ინტელექტის ან უინტელექტობის დამსახურებაა ? თუ არ არის ინტელექტის დამსახურება აბა რისი დამსახურებაა? მეც ის დავწერე რომ ზოგი ადამიანის ინტელექტი IQ 35-ია ზოგის 120 ზოგის რამდენი და ზოგის რამდენი. ასე რომ უინტელექტო არავინ არაა, უბრალოდ დონეებშია სხვაობა ასე მაინცდამაინც სიტყვებზე თუ გამოვეკიდებით და მოწმე არ ვარ თვალი ვარ და რაღაცა გარჩევებს თუ დავიწყებთ

ეგ მეცდავწერე რომ ზოგი რაღაცა მიზეზების გამო მოხვდა მანდ. ზოგი ისეთი მორიდებულია რომ შეიძლება უარიც ვერ უთხრას და კიდე სხვა სიტუაციებიც არის. მე ვამბობ იმათ ინტელექტს რა ვუთხარი ვინც გაწვერიანდა, გაკოტრდა და მაინც იძახის მაგარია მილიონერი ვარო

ისე თუ მაინდამაინც ინტელექტის განხილვას დავიწყებთ არგუმენტირებულად შემიძლია გითხრა რომ ინტელექტს სხვადასხვა სახეებად ყოფენ და ეხლა აქ ჩვენ მაგის გასარჩევად არ გვეყოფა დრო. ძალიან დიდ დროს მოვანდომებთ მაგის განხილვას.... შენ ალბათ უფრო მოგეწონება აიზენკის დამოკიდებულა ინტელექტთან.