ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმს მხარს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ნაწილშიც უჭერდა. მისი ნაშრომები ყურადღებას ინდივიდზე და მის თავისუფლებაზე ამახვილებს. ილია არა თუ ლიბერალი იყო, არამედ ის ძირითად კრიტიკას სწორედ თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო იღებდა. ვაჟა-ფშაველა კლასიკურ ლიბერალობას თავის ნაწარმოებებში გამოხატავს, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ინდივიდი, თავისუფლება და ადამიანის უფლებები იკავებსრა არის ლიბერალიზმი?ლიბერალიზმი პოლიტიკური დოქტრინაა, რომელიც მთავარ ამოსავალ წერტილად ინდივიდის თავისუფლებას მოიაზრებს. პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფილოსოფიური სწავლება ემყარება იმ აზრს, რომ ადამიანი თავისუფალია და მან საკუთარი თავი ისე უნდა განკარგოს, როგორც სურს. ეკონომიკურ ნაწილში ლიბერალიზმი სახელმწიფოს ჩაურევლობას უჭერს მხარს. ამ იდეოლოგიისთვის სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა ადამიანის თავისუფლების დაცვაა. სახელმწიფო ამას პოლიციის, ჯარისა და სასამართლოს საშუალებით ასრულებს. კლასიკური ლიბერალების აზრით, სახელმწიფო ისე უნდა იყოს შეზღუდული, რომ არ გადაიზარდოს ტირანიაში და თავად ხალხისთვის საფრთხისშემცველად არ იქცეს.
ლიბერალიზმი წლების განმავლობაში მოდიფიცირდა. კლასიკური ლიბერალიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე ლიბერალიზმი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას უფრო მეტად უჭერს მხარს, რადგან მათთვის თავისუფლებას შესაძლოა ბიზნესმენებისგანაც დაემუქროს საფრთხე. თუ კლასიკური ლიბერალიზმი მთლიანად ინდივიდზე იყო ორინტირებული, თანამედროვე ლიბერალიზმი უკვე კოლექტივიზმის ელემენტებსაც მოიცავს.http://www.goodmaninstitute.org/how-we-thi...n-conservatism/ილია ჭავჭავაძე კლასიკური ლიბერალი იყოილია ჭავჭავაძე კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრობას არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ნაწილშიც გამოხატავდა. ის სხვადასხვა კლასიკურ ლიბერალ ავტორებს, რომლებიც ეკონომიკის თავისუფლებას ქადაგებდნენ, საკმაოდ კარგად იცნობდა და მათზე ხშირად საუბრობდა. ილია ჭავჭავაძე თავის წერილებში ეკონომიკურ თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო რეგულაციების უარყოფით შედეგებზე ხშირად წერდა.
https://www.facebook.com/pg/nesgeorgia/phot...f=page_internalკერძო საკუთრების უფლებაილია ჭავჭავაძე საკუთრების უფლებას საკმაოდ აქტიურად იცავდა. საკუთრების უფლება კლასიკური ლიბერალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან საკუთრების გარეშე ინდივიდის თავისუფლება არ არის სრულყოფილი. ეს უფლება ადამიანს აძლევს საშუალებას მოიპოვოს, გაზარდოს და დააგროვოს დოვლათი, გაცვალოს ის და შესაბამისად ადამიანებთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს.
https://mises.org/library/private-propertyილია ჭავჭავაძე: - “ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს.”
(ილია, ცხოვრება და კანონი“ - 1877წ.)“კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება."ილია, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 9. თბ., 1957, გვ. 279-280თავისუფალი ბაზარივინაიდან და რადგანაც კლასიკური ლიბერალიზმი მხოლოდ სახელმწიფოს მცირე და შეზღუდულ მოდელს აღიარებს (პოლიცია, ჯარი, სასამართლო), მისი მიხედვით ეკონომიკური საქმიანობები მთლიანად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფო ჩარევისგან: ვაჭრობა უნდა იყოს თავისუფალი, ქვეყანამ არ უნდა იხელმძღვანელოს პროტექციონიზმის პრინციპებით. კლასიკური ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისტემა მთლიანად ერგება ადამიანის ბუნებას, ის მორალურია და ასევე დიდი განვითარება სწორედ ამ სისტემას მოაქვს.
https://www.cato.org/sites/cato.org/files/s.../5/cj31n2-1.pdfილია ჭავჭავაძე საკმაოდ აქტიურად იცავდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში და ასევე მომხრე იყო ბიზნესი თავისუფალი ყოფილიყო. ილია ეწინააღმდეგებოდა საქონელზე დაწესებულ გადასახადებსაც, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.
ილია ჭავჭავაძე: “ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა (Free Trade - თავისუფალი ბაზარი). დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა
პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა
ლიბერალობის მოძღვრებისა.”(ილია, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება 1889-1890)განაგრძე კითხვა:
http://www.mythdetector.ge/ka/myth/patriot...izms-uarqopdnen