დანანებაში არაა.
მე უფასოდ მაქვს სამედიცინო მომსახურება, ანალიზები, გამოკვლევები, მაგრამ მკიდია, მეზარება და რავიცი კიდე რა...
ჩემი ათი წლის ექიმებთან ურთიერთობის ისტორიას რო გადახედო:
დალევის შემდეგ კუჭი და ნაღველი მაწუხებდა და მაალოქსებს და კუჭის წამლებს ვაწერინებდი (ზონდი არ გადავყლაპე, არ მესიამოვნება მეთქი)
ავარიაში მოვყევი
აუზზე კოღოს ნაკბენი მოვიფხანე და ინფექცია შემეჭრა და დამიჩირქდა და გავაჭრევინე
ლაშქრობაში დიყებმა დამსუსხა და დერმატოლოგთან ვიყავი მალამოებზე
თბილისის ზღვაზე კატერმა გადამიარა, ფეხები გადამიჭრა
ღორის გრიპი რო იყო, სველი თავით გავედი ყინვაში და 39 მომცა სიცხე და მეორე დღეს რენტგენი გადავიღე, ფილტვებში ხო არ მაქვს რამე მეთქი...
ეს არის სულ ჩემი ექიმებთან ურთიერთობის ისტორია...
ხო, სტომატოლოგთან დავდივარ ექვს თვეში ერთხელ, კბილების გასაწმენდად

ეს ერთი პლუსი მაქვს...
აგერ ჩემს ქვემოთ დაწერა იუზერმა - ნდობაც არ მაქვს.
სტუდენტი ვიყავი თუ სკოლის მოსწავლე და ზღვაზე ვიყავით ხოლმე ბავშვობაში 2 თვე და ყელზე ჯირკვალი გამომებერა.
მზეზე არ ვარგაო და კახეთში გამიშვეს მეორე სოფელში, ჰაერზე ეშველებაო, ანტიბიოტიკებიც უნდა დამელია.
კახეთში კიდე ანტიბიოტიკებს ხო ვსვამდი, და თან დალევაც მომიწია არაერთხელ და ეს ჯირკვალი გამეზარდა.
ჩემები რო დაბრუნდნენ ურეკიდან და ამხელა ჯირკვალი დაინახეს გული გაუსკდათ და რესპუბლიკურში წავედით, გვენეტაძე იყო პროფესორი.
და გამსინჯა და სიმსივნეაო და პრედნიზოლონი და რაღაც სხვა წამლები დამინიშნა.
დეიდა მყავს უბნის ექიმი და მაგას შიგ ხო არ აქვსო და არ დავლიე არაფერი და ერთ კვირაში გაიწოვა თავისით

მაგრამ ეს დეიდაც ჩვეუებრივი ექიმია.
ცოფის აცრაზე ვკითხე, აცრილმა ძაღლმა რომ უკბინოს ვინმეს და მოვიდეს, შრატს გაუკეთებ მეთქი?
და კიო.
არაფერი მოუვა მაგრამ თან სამყაროში არაფერია გამორიცხულიო....
გაიდლაინებზეა ყველაფერი.
პაციენტი რომ მოგიკვდეს, გაიდლაინის მიხედვით თუ მოქმედებდი, არავინ არაფერს გეტყვის.
და მომაკვდავი პაციენტი რომ მოგივიდეს და გაიდლაინს გადაუხვიო და გადაარჩინო, დანძრეული გაქვს...
This post has been edited by Frankens†ein on 24 May 2017, 00:33