ა, ბატონო, ორივე მართალი ვიყავით
"ვენეციის კომისია გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას „სხვა ვარიანტების“ განხილვის რეკომენდაციით მიმართავს
ამჟამინდელი პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება დადებითი ნაბიჯია, რომლის მიზანია პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, თუმცა, წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმით: 5%-იანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5%-ის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება.
მაშინ, როდესაც 5%-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და როგორც ასეთი, კრიტიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ერთად აღებული, ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ.
ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა ვარიანტები იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის: 1) პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; 2) მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3) ბარიერის შემცირება 2%-დან 3%-მდე“, - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში."
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...mimarthavs.html