აი უკიდურესად უბადრუკი ქვეყანა ვართ
ამ კონკრეტულ ფაქტზე დედაც უნდა დაიჭირონ ახლა წესით და იმ გადაცემის ხალხიც.
სისხლის სამართლის კოდექსი საერთოდ რისთვის გვაქვს?
მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება ან გასაღება (03.06.2005 N 1584)
1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან
პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან
რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან
გავრცელების მიზნით, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზება,
გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად
გახდომა, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
შენიშვნა: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ
ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან
აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული
არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში,
გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების
დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.
მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების
ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში (25.07.2006 N 3530)
არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული
ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში,
რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და
ჯარიმით.
This post has been edited by wolfchant on 24 May 2017, 17:23