#50639374 · 26 May 2017, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
eddie153
| QUOTE | | და ეგ ოპოზიციური პროკურატურა ვინ უნდა აკონტროლოს? |
თავად ოპოზიციური პარტიები დააკომპლექტებენ. მათ ინტერესში შედის, რომ მმართველი პარტიის კორუფციული სქემები გაიშიფროს.
| QUOTE | | აი ვთქვათ და პოლიტიკურად ანგრაჟირებულმა ოპოზიციურმა პროკურორმა ადგა და დაიჭირა მთელი მთავრობა რაღაც შეკერილი მასალებით |
ასე უბრალოდ ვერ დაიჭერს. მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებს დაიცავთ იმუნიტეტი. ჯერ ბრალდების დამტკიცება მოხდება და თუ სასამართლომ მინისტრები დამნაშავედ ცნო, შემდეგ მოხდება და უნდა მოხდეს თავისუფლების აღკვეთა. პარლამენტი კი ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ძალიან მარტივია.
A10
| QUOTE | არ უნდა იყოს ოპოზიციური. და არც პოზიციური |
უტოპიაა, რადგანაც დღეს მთავრობა აკომპლექტებს პროკურატურას და ასეთ სისტემაში ყოველთვის მთავრობის ჯიბეში იქნება ეს ორგანო. საჭიროა საპირწონე სტრუქტურის შექმნა, რომელსაც რეალურად ექნება ნებისმიერი ხელისუფლების აღვირახსნილობის აღკვეთის შესაძლებლობა.
Ninelku
| QUOTE | კორუფციის და ურთიერთდაპირისპირების სტრუქტურად ჩამოყალიბდება. |
პირიქით, კორუფცია დღესაა, რადგანაც მთავრობის მიერ დაკომპლექტებული პროკურატურა თვალებს ხუჭავს ჩინოვნიკების კანონდარღვევებზე. ოპოზიციურ ძალებს კი ყოველთვის ექნებათ ნება, რომ კორუფცია აღმოფხვრან, რადგანაც ეს პოლიტიკური დივიდენდების მომტანია.
This post has been edited by androabuladze on 26 May 2017, 15:06
|