#50667293 · 30 May 2017, 23:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამიტომაც გვასწავლის სახარება "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა".
დააყენონ "მამაოებმა" საკუთარი უკანალი ეკლესიებში. ილოცონ მრევლის სულებისთვის, რწმენის და სიბრძნისთვის, დაანებონ პოლიტიკას თავი!!!
რელიგიური თავისუფლება არავის არ აძლევს უფლებას ეკლესია გამოიყენოს როგორც პოლიტიკური დემაგოგიის ან პროპაგანდის საშუალებათ.
ამისთვის ამერიკაში არის Captive Audience Doctrine in First Amendment რომელიც კვეცავს სიტყვის თავისუფლებას "როცა ადამიანი მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებულია უსმინოს მისთვის ან მიუღებელ ან შეურაცხმყოფელ ან გამაღიზიანებელ აზრის გამოხატვას". ეს რას ნიშნავს - როცა ეკლესიაში ვარ, ჩემი მოლოდინია რელიგიური და სულიერი საზრდოს მიღება, მორალზე საუბარი და ასე შემდეგ. მე არ ველი მოძღვარისგან პოლიტიკურ რიტორიკას!!! რადგან მე ეკლესიაში მისული ვარ სალოცავად და შემდგომ ზიარების მისაღებად, მამაო მოძღვრობას ზიარებამდე აკეთებს, მე იძულებული ვარ ვუსმინო ამ ჩემთვის მიუღებელ პროპაგანდას. პარტიულ სხდომაზე, პარკში, ქუჩაში და სხვა საზოგადო ადგილებში მე არ მაქვს სპეციფიური "მოლოდინი" რომ პოლიტიკაზე არ მესაუბრებიან, მაგრამ ეკლესიაში, აპოლიტიკურ ორგანიზაციაში, მე ეს მოლოდინა მაქვს და ვინც ამას არღვევს ჩემს უფლებებს ხელყოფს.
იგივე უნდა მოხდეს საქართველოში. თუ მამაოს უნდა თავის მრევლს პოლიტიკაზე ესაუბროს, გააკეთოს ცალკე შეხვედრა, ლიტურგიასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, და ხალხს ვისაც აინტერესებს მისი "ბრძნული აზრები" მივლენ და მოუსმენენ. როცა ამ აზრებს თავს ახვევ ლიტურგიაზე მისულ მრევლს, ეს არის საკუთარი პოზიციის ავად გამოყენება და ეს უნდა იკრძალებოდეს კანონის მიერ. ხალხი ეკლესიაში მიდის არა პოლიტიკური არამედ რელიგიური საზღდოსთვის, მათ შორის ზიარება არის მართმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რადგან იგი ჩვენი რწმენის მიხედვით წმინდავს და აახლებს ჩვენს ხორციელ და სულიერ არსებას. როცა ამ აუცილებელ რელიგიურ რიტუალს ვინმე იყენებს პოლიტიკური პროპაგანდის გასავრცელებლად, ეს არის ჯერ ერთი საკუთარი მრევლის ღალატი და შემდგომ სახელმწიფო წყობის ხელყოფა.
ეს მღვდელი უნდა გაძევებული იქნას ეკლესიიდან და ბერად აღიკვეცოს. მას მრევლთან შეხება არ უნდა ქონდეს!
|