თარგამაძე ისე დეტალურად ყვება ძნელია დაეჭვდე:
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. თარგამაძე ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მონაწილეობაზე საუბრობს.
"სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის გვაქვს - დაიწყო ყველაფერი იქიდან, რომ უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა აზერბაიჯანული მხარიდან, რომელსაც ბოლო დროს აქვს პრობლემები საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით გაუკეთებდა საჩუქარს ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს დახმარება, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
უჩა მამაცაშვილმა, ვინაიდან არ სურს პარტნიორის ცვლილება, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. თავის მხრივ, გომელაურმა შეხვედრაზე დაისწრო მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი. საბოლოო ჯამში, ამ საქმის ხელმძღვანელობა ჩაბარდა სოსო გოგაშვილს, უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ბატონმა ზურა ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ ორ სპეცრაზმელთან ერთად. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის ფორმა. როგორც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, დააკავეს და განათავსეს მანქანაში.
ამის შემდეგ ისინი მოძრაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით, სამჯერ მოუხდათ მიმართულების შეცვლა. ამ ადამიანის გადაყვანას ჯერ აპირებდნენ გარეჯის მხრიდან - ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეიცვალეს მიმართულება და წავიდნენ იორმუღანლოსკენ, სადაც ასევე ვერ მოახერხეს გადაყვანა, გზაში გაარკვიეს, რომ პასპორტი არ ჰქონდა თან და ესეც პრობლემა იყო. შემდეგ ეს ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი, ცუდად გახდა - ესეც პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში, სოსო გოგაშვილის პირადი გარანტიით, ის გადაიყვანეს დედოფლისწყაროდან იმ მწვანე ზოლით, რომელსაც ახლა ასახელებენ", - ყვება თარგამაძე.
http://babajana.org/index.php?newsid=70017"დაკავებული პოზიციებიდან გაწევა" და "პარტნიორის ცვლილება" ვა რა ფრაზებია

რა ენის კალკების გავლენით არის დაწერილი, იქნებ საქართველოში დღეს ასე მეტყველებენ?
This post has been edited by GIORGI XXL on 1 Jun 2017, 22:45