რაგბიში ახალი ტურნირი დაიწყება, რომელშიც ექვსი ერის წარმომადგენელ 20 წლამდელ გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებიც ჩაერთვებიან
ლუკა ჭოჭუა
2018 წლის მაისიდან რაგბიში ახალი ტურნირი დაიწყება, რომელშიც ექვსი ერის წარმომადგენელ 20 წლამდელ გუნდებთან (ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია) ერთად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებიც ჩაერთვებიან, -ამის შესახებ რაგბის კავშირის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
პრესკონფერენიაზე ასევე შეაჯამეს საქართველოში პირველად ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.
აღნიშნული ტურნირი 2017 წლის პირველი მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართა და მსოფლიო რაგბის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.ასევე, დადებითი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების თამაშმაც, რომელმაც დასახული მიზანი შეასრულა და ტურნირზე ადგილი შეინარჩუნა.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3