რუსეთის ფედერაციის გარდა დევნილთა სახლში დაბრუნების წინააღმდეგთა სია ასე გამოიყურება: სომხეთი o[]o , ბელორუსია, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე.
ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. ამჯერად „დევნილთა რეზოლუციამ“, [2008 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით კენჭისყრას ატარებენ] მხარდამჭერი სახელწიფოების ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა: 80 მხარდაჭერი, 14 – წინააღმდეგი, 61-მა კი თავი შეიკავა.
რუსეთის ფედერაციის გარდა დევნილთა სახლში დაბრუნების წინააღმდეგთა სია ასე გამოიყურება: სომხეთი, ბელორუსია, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე.
წელს ქართველ დევნილთა შინ დაბრუნებას კიდევ ოთხმა სახელმწიფომ – ურუგვაიმ, წმინდა ლუსიამ, გამბიამ და ბაჰამამ – დაუჭირა მხარი. 2016-ში 15 სახელმწიფო იყო წინააღმდეგი, ხოლო 2015 ში – 17.
აღნიშნული რეზოლუცია ხაზს უსვამს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
პირველ ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიღებული რეზოლუცია ქართველი დევნილი ქართველი ბავშვების გზავნილსაც შეიცავს, რომლებსაც უფლება აქვთ იცხოვრონ საკუთარ სახლში, უსაფრთხო გარემოში, ღირსეულად, მათი უნივერასლური უფლებების დაცვით.
„გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის გამოკვითხვის თანახმად, ქართელ დევნილთა უმრავლეოსობას, 88,3 პროცენტს საკუთარ სახლში დაბრუნება ნებაყოფლობით სურს”. – განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ.
„დღეს მსოფლიოში სამოცდახუთი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და მათ შორისაა ოთხასი ათასი ქართველი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდას გამოექცა და ოც წელზე მეტია დევნილობაში ცხოვრობს” – აღნიშნა მან.
ელჩმა ასამბლეაზე წაიკითხა ამონარიდი ოცდაერთი წლის ქართველი დევნილის, თამარის წერილიდან, რომელიც თავის სატკივარს გვიზიარებს; წერს, რომ სახლი ენატრება, მაგრამ იმედია აქვს, რომ აუცილებლად დაბრუნდება იქ, სადაც მისი სახლი აღარ დგას. კახა იმნაძემ ასამბლეას შეახსენა ამა წლის ცხრა აპრილს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის არალეგიტმურობის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობს მოუწოდა კონსოლიდირებისკენ, რათა დაცული იყოს ქართველი დევნილების უსაფრთხო გადაადგილების და სხვა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, რომელიც საერთაშორისო კანონიმდებლობითაა
წყარო:
ნეტგაზეთი