Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
1
2
[3]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სასკოლო ექსკურსიები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Homo Erotikus
perverted mind
ჯგუფი: Members
Homo Erotikus
perverted mind
ჯგუფი: Members
წერილები: 6246
წევრი No.: 127914
რეგისტრ.: 25-February 11
#50698553
· 4 Jun 2017, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სექსუალური ხასიათის ექსკურსიები უნდა დაიგეგმოს, სექს-ტურიზმის მსგავსი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
akoako_1987
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
akoako_1987
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13598
წევრი No.: 96104
რეგისტრ.: 19-July 09
#50698595
· 4 Jun 2017, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მშობლები რომ დაყვებიან ეგეთი სისულელე მარტო საქართველოში ხდება??
ექსკურსია რა მოსატანია როცა პირველ კურსელ სტუდენტებს მიყვებიან მშობლები პირველ დღეს უნიში.ეროვნულ გამოცდებზეც მსგავსი სიტუაციაა.
--------------------
CPU: Intel i7-6800K 3.4 GHz
GPU: GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti Waterforce WB Xtreme Edition
Motherboard: ASUS X99-AII
RAM: 32 GB DDR4-3200 MHz
SSD: Samsung M.2 PCI-E 960 Pro 512GB
HDD: WD RED 4 TB
PSU: LcPower 850W 80+ Gold
Case: Thermaltake Core G21 Tempered Glass Edition
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯარჯი
100%
ჯგუფი: Members
ჯარჯი
100%
ჯგუფი: Members
წერილები: 7002
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17
#50698706
· 4 Jun 2017, 20:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ეკლესიის მოსალოცად კლდოვან ადგილზე ასულ ერთ-ერთ პედაგოგს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
კოლეგებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თამარ გოზალიშვილის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 58 წლის გოზალიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
საწყალი მასწავლებელი და კიდე კაი სხვებიც არ მიყვნენ
dega
QUOTE
მშობლები რომ დაყვებიან ეგეთი სისულელე მარტო საქართველოში ხდება??
სხვაგანაც ხდება მასწავლებლის თხოვნით
სასკოლო კრება და მშობლების კოლეგიები ყველა ქვეყანაშია ნორმალურ სკოლებში
ვინ იტყვის უარს მშობელი თუ უფასოდ მიიღებს სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობას? კაპიტალზმი
საექსკურსიო სტანდარტები კარგი წამოწყებაა , მალადეც მინისტრს
This post has been edited by
ჯარჯი
on 4 Jun 2017, 20:48
--------------------
დედას #######ავთ!
სა ქარ თვე ლო! სა ქარ თვე ლო!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
#50698750
· 4 Jun 2017, 20:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
წინა წლებში ფორუმზე გახსნილი თემებიც მახსოვს. ხან ავარიაში მოყვნენ, ხან ბავშვი დარჩათ, ერთხელ მტკვარმაც გაიტაცა ბავშვი და დიდი ძიების მიუხედავად, მაინც ვერ იპოვეს ის საცოდავი..
კახეთში ვნახე სკოლადამთავრებულების ბანდები რა დღეში იყვნენ ტრასაზე.
ფანჯრებიდან გადმოყუდებულები, დრიფტი, რბოლები და რა თქმა უნდა ერთმანეთზე მითხლეშილი მანქანები
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07
#50698988
· 4 Jun 2017, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯერ ეკლესიის დათვალიერება და მერე - ღრეობა - ჩემს დროს ასე იყო.
ბავშვზე საშუალოდ 2 ბარკალი, 2 ნაჭერი ნამცხვარი "იდეალი" და 1.5 მშობელი მოდიოდა
This post has been edited by
subterranean
on 4 Jun 2017, 21:34
--------------------
Fy faen! Fy faen! Svarte faen! Faen i helvete!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
წერილები: 55540
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15
#50698999
· 4 Jun 2017, 21:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცუდია ექსკურსიას ჭამა სმად რომ აქცევენ ხოლმე
--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
TOYOTA Celica GTFour 1996 MT 2.0 Turbo 255hp
FORD Focus S 2012 MT 2.0 160hp
BMW F30 2015 AT 181hp
ACURA ILX 2012 CVT 1.5 Hybrid 111Hp
HONDA Integra DC2 1996 MT 1.8 Type R 200hp
Kawasaki Zx6r 2005 MT 130hp
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
subterranean
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 47729
რეგისტრ.: 24-November 07
#50699015
· 4 Jun 2017, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი სკოლელი პატარა ბავშვი დაიღუპა ექსკურსიაზე, ქვა მოწყდა საიდანღაც და ამ ბავშვს დაეცა. თან თავისი ძმის კლასის ექსკურსია იყო და დედას მგონი სამივე შვილი თან ჰყავდა წაყვანილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
იონათან
:*
ჯგუფი: Members
იონათან
:*
ჯგუფი: Members
წერილები: 19644
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11
#50699086
· 4 Jun 2017, 21:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Solveig @ 4 Jun 2017, 15:08 )
UMTS
QUOTE
დანარჩენი ფულით იმდენი საჭმელი იყიდეს სამი დღე ქეიფობდნე
იონათან
QUOTE
ნამცხვრების, ნაყინების, ცეკვების გამო.
ანუ, კაი მსმელ-მჭამელებს ზრდის ექსკურსიები?
ჰოდა, რაღა უნდა მაშინ ჯეჯელავას?
ზდაროვა რა მისალმებაა
თან გან.მინისტრისგან
--------------------
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chukius
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
chukius
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14541
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11
#50699097
· 4 Jun 2017, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჯერ ეკლესიის დათვალიერება და მერე - ღრეობა - ჩემს დროს ასე იყო.
ბავშვზე საშუალოდ 2 ბარკალი, 2 ნაჭერი ნამცხვარი "იდეალი" და 1.5 მშობელი მოდიოდა
ხო, ეკლესიის დათვალიერებას ჭამა-სმის უფლების მოსაპოვებელ გზად ვთვლიდით ხოლმე. რა დებილობა იყო. თან 15 წლის რო ხარ და შეყვარებულთან ერთად ექსკურსიაზე ხარ, მაგ დროს ყველა ეკლესია ერთნაირია.
იიი აქ წმინდანის ძვალია, აქ მეშვიდე საუკუნეში ვიღაც დაასაფლავეს და სითხე მოსდის საფლავს, აქ შვიდიათას კაცს მოაჭრა თავი მურვან-ყრუმ, რადგან არ უარჰყვეს ქრისტეს სჯული... მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში თუ ფიქრობენ ნეტა, რომ ეს ყველაფერი თინეიჯერისთვის მართლა შეიძლება, რომ სასიამოვნო და საინტერესო იყოს
სტუდენტი რომ გავხდი და 18-20 წლისა შევიქმენი, მერე თავიდან დავათვალიერე ის ეკლესიები და მაშინ მივხვდი რაზე გველაპარაკებოდნენ ხოლმე, სანამ ჩვენ განსხვავებულებს ვსვამდით, ვჩხუბობდით და ვზასაობდით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
CYB-ORG
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
CYB-ORG
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5256
წევრი No.: 58092
რეგისტრ.: 10-April 08
#50699141
· 4 Jun 2017, 21:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თქვენ რა გამოცდილება გაქვთ
გუშინ იყო ჩემი შვილი (მეორეკლასელი) ექსკურსიაზე.
9 საათზე უნდა გასულიყვნენ.
09:03-ზე მივედი და მიტყდებოდა, რომ ვაგვიანებდით.
3 ბავშვი დამხვდა მხოლოდ.
ტრანსპორტი მოვიდა 09:30-ზე. არადა, თვითონვე მკაცრად გაგვაფრთხილეს, ოც წუთზე მეტ ხანს არავის დაველოდებითო (ჯერ ეს ოცი წუთი რაა. ითქვა ცხრა, გადი ცხრაზე. დაგვიანებული დაგეწიოს ტაქსით).
სანამ მანქანები მოვიდოდნენ, მასწავლებელი და 2 მშობელი შევიდნენ სკოლაში, რაღაცაზე მოაწერეს ხელი და თან დაურთეს წამსვლელ მოსწავლეთა სია.
ეგ რა იყო, რაზე მოაწერეთ ხელი, რამეზე პასუხისმგებლები ხართ თუ რა ხდება მეთქი და ვერ გამცეს პასუხი.
სხვა ექსკურსიაც იყო, ყვითელი ,,ფორდი"-ს მიკროავტობუსით, უკან ხომ წყვილ-წყვილად აქვს საბურავი და მაგ ოთხიდან ორი საერთოდ გაცვეთილი იყო, ორი - ახალი. შიგნით არ შემიხედია.
მე საქმე მქონდა და წავედი, მეუღლე და ბავშვი დავტოვე.
თერთმეტის წუთებზე დამირეკეს, მოვიდა ბოლო მოსწავლეც და გავდივართო.
დაგეგმილი იყო საგურამო + შიო მღვიმე.
იყო ორი მიკროვტობუსი. ერთში მშობლები, მეორეში ბავშვები + პედაგოგი + 2 ე. წ. ,,ანიმატორი", რომელთა ფუნქცია იყო ბავშვების გართობა + ექსკურსიამძღოლობა.
გართობით კარგად გაურთიათ, დისციპლინასაც მიაჩვიეს ბავშვები და უჯერებდნენო, ინფორმაციის მიწოდება - ნული.
საერთოდაც, ილიას მუზეუმში არც ასულან თურმე და საგურამოს ნაცვლად ჯვრის მონასტერი + სვეტიცხოველი ,,მოულოციათ". მერე შიო მღვიმე...
მოკლედ, ახალი და უცნაური არაფერი დამიწერია, მგონი.
QUOTE
როგორ ფიქრობთ-რა უნდა გაკეთდეს, რომ ექსკურსია შემეცნებითიც იყოს და უსაფრთხოც?
მე და მეუღლე ჩავყრით ხოლმე მანქანაში ბავშვებს და დავდივართ უსაფრთხოდ და შემეცნებითად.
სკოლაში ამ ამბების მოგვარება რთულია.
თან განათლება გვაკლია, თან ინტერესები სხვა (ხან ყალბი) გვაქვს, თან ზედმეტი მეტიჩრობები...
მშობლიან მასწავლებლიანად...
--------------------
2სართულიანი სახლი იყო და მეორე სართულის ბალკონის დაბლა ერთი შავი კატა იჯდა რომელიც ფურთხებით გავათეთრეთ და ის კიდე ილოკავდა@tsotnep
http://www.youtube.com/watch?v=_RwxElsVWio&feature=player_embedded
პრობლემა არ იქნება!
თურამეაიცითსადაცვართ. მაგრად!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kkaaxxaa
Super Member
ჯგუფი: Registered
kkaaxxaa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 702
წევრი No.: 122913
რეგისტრ.: 25-October 10
#51807476
· 9 Dec 2017, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქამდე რატომ ვერ ვნახე ეს თემა.
იმდენ რამეს დავწერდი. ერთ დღესაც ვიჯექი და ტურს ვწერდი უცხოელებისთვის. უცებ თანამშრომლის ბავშვები შემოვიდნენ - დედა დედაო, აყვირდნენ. შევხედე და.... ევრიკა! ხომ შეიძლება ბავშვებსაც ისეთივე კომფორტული ტურები შევთავაზოთ, როგორც, მაგალითად უცხოელებს? ხოდა ამიტომ 2014 წლიდან დამყავს ბავშვები ექსკურსიებზე. ძირითადად თბილისის სკოლები. ერთი-ორჯერ მყავდა რაიონის სკოლა მხოლოდ.
ჯერ მაშინ ჯეჯელავას მინისტრობა ნახსენებიც არ იყო, მე რომ ჩემებური სტანდარტები შევიმუშავე ექსკურსიის. გადავავლე თვალი უცხოურ გამოცდილებებს, ყველაზე მეტად ავსტრალიური სკოლის მოდელი მომეწონა. გადმოვაქართულე, შევცვალე რაღაც-რაღაცეები და მოვარგე ჩვენს რეალობას. ასე ჩაისახა @სასკოლოექსკურსიებისპროგრამა
ამ პროგრამის მიხედვით ექსკურსია=შემეცნებას+გართობა+დასვენებაც.
პირველ წელს მქონდა დაახლოებით 20-25 მარშუტი. დონეებად დაყოფილი. მეორე წელს უკვე თემატური გასვლებიც დავამატე. წელს მქონდა სულ 44 თუ 46 სხვადასხვა ტიპის მარშუტი. ერთ-, ორ- და სამდღიანებია. მაქვს ასევე მოკლე ტურებიც. ასეთებად ვთვლი 4-7 საათიან ტურებს. როცა ამ საქმეს ვიწყებდი თვალი გადავავლე ქართულ სინამდვილეში ვინ რას გვთავაზობდა ამ კუთხით. ორი კომპანია თუ ფირმა აღმოვაჩინე მხოლოდ. გავეცანი მათ სპეციფიკას და დავასკვენი - ისინი მხოლოდ გართობაზე არიან ორიენტირებულნი, მიჰყავთ ბავშვები სადმე ახლოს და ანიმატორები ართობენ. თან ეს ძირითადად დაბალ კლასებზეა გათვლილი. მე-9 კლასელს რაში სჭირდება პინგვინის ფორმიანი გამრთობი?
დავყავი ჩემი შედგენილი მარშუტები კატეგორიების მიხედვით. ამისწინ ერთ მასწავლებელს უარი ვუთხარი მე-10 კლასის წაყვანაზე, მცხეთა-შიომღვიმე უნდოდათ, მაშინ როცა ამხელა ბავშვები ორდღიან ექსკურსიებს ეპოტინებიან
უარი ვუთხარი იმიტომ რომ ღრეობა უნდოდათ და თავზე გასვლა. არ მივცემ ამის უფლებას. უსაფრთხოება და წესრიგი - ესაა ჩემთვის მთავარი. დალევა აკრძალულია. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს. ერთი-ორჯერ დავუშვი მხოლოდ გამონაკლისი ისიც მშობლების და მასწავლებლის თანხმობით და თითო ჭიქა ჩემი ხელით დავუსხი. ვინც გზაში ყიდულობს ან მალავს ვართმევ. მაღაზიებში სალაროსთან ვყარაულობ რომ არ იყიდონ. ცივი და მჭრელი იარაღებიც აკრძალულია. ერთხელ სასროლი იარაღიც ჰქონდათ. რამდენჯერმე დანაც წავართვი. თუ ორ ან სამდღიანი გვაქვს ოთაახებს გასაღებებს ვაძრობ რომ არ ჩაკეტონ. ოთახში მოწევას ვუკრძალავ, გარეთ გადიან ხოლმე. დაძინებას არავის არ ვაძალებ. მაგრამ ვურჩევ 2-3 საათი მაინც წაუძინონ. უჩემოდ გასვლა არ შეიძლება არსად. ყოველთვის ჩემი თვალთახედვის არეში უნდა იყვნენ. ტრანსპორტში დგომა, სიარული, კართან დადგომა, ხელის გადაყოფა არ შეიძლება. ამ ყველა წესს ექსკურსიის დაწყებისთანავე ვაცნობ. არ დამიჯერებენ? მერე კარგად დაისჯებიან. ერთი-ორჯერ დირექტორთან წარვადგინე კიდეც ბავშვები. გაერთონ, იცეკვონ და იმღერონ რამდენიც უნდათ. მხოლოდ წესრიგი დაიცვან. აქვთ ყველანაირად ორგანიზებული ექსკურსია - ყველა ექსკურსიას თან ახლავს ექსკურსიამძღოლი. უნდათ თუ არ უნდათ ასეა.
I-IV კლასებში ექსკურსიამძღოლთან ერთად ვაყოლებ ანიმატორს, დანარჩენ კლასებში მხოლოდ ექსკურსიამძღოლს. ეს ყველაფერს უხსნის, გეგმავს, სად როდის როგორ გაჩერდებიან, როდის ისადილებენ, რას ნახავენ და ა.შ. ბილეთების საკითხსაც აგვარებს, აქტივობებსაც. ექსკურსიამძღოლი ყველაფერია. უფროსია ექსკურსიაზე.
მარშუტები მრავალფეროვანია, ისე რომ ყველა კლასს და მაქსიმალურად ყველა მოთხონვას მოერგოს. მათ შორის ლაშქრობებიც, ამ შემთხვევაში სკოლის ექიმის ცნობას ვითხოვ. არიან თბილისში სკოლები, რომლებიც მუდმივად ჩემთან თანამშრომლობენ. ყველა კლასი თუ არა რამდენიმე მაინც შეიძლება მე წავიყვანო. მე კი უკვე ისეთი მიდგომა მაქვს, რომ შემიძლია კლასი ავარჩიო. თუ რომელიმე კლასიდან ცუდი გამოცდილება მაქვს, მას უარს ვეუბნები ექსკურსიაზე. თუ რომელიმეზე ცუდი მსმენია უარს ვეუბნები წაყვანაზე. სამაგიეროდ, რომელი კლასიც კარგად და გამორჩეულად ექსკურსიობს, მისთვის ფასდაკლებას და სხვადასხვა სურპრიზსაც არ ვიშურებ.
ამისწინ ერთს ვეუბნებოდი, ექსკრუსია არ არის არიქა წავიდეთ და თავზე დავიმხობთ ყველაფერსო. ექსკურსია არის, უფრო სწორედ უნდა იყოს ორგანიზებული აქტივობა. შემოდოგმობით ღვინის ტურებს ვუკეთებ ხოლმე მოსწავლეებს. ზუსტად ისეთივეა, როგორიც ტურისტებისთვის - რთველი, ყურძნის დაწურვა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ქარხნის დათვალიერება.... ყველაფერი დეგუსტაციის გარდა. აბა რომელიმემ გაბედოს და დალიოს!! იცის რომ ან ექსკურსიას შევუწყვეტ, ან საყვედურს გადავუგზავნი დირექტორს. თუ მოსწავლე გარკვეულ ჩარჩოებში არ მოაქციე, შეიძლება თავზე გადავიდეს. არც ის მინდა რომ ვინმესთვის ექსკურსია შეზღუდვად იქცეს. უბრალოდ იმას ვცდილობ, რომ ჩემი მიდგომით ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო გავხადო.
მარშუტების განაწილებისას მოსწავლის შესაძლებლობებს და ინტერესებსაც ვითვალისწინებ. მაგალითად, ობსერვატორიაში ტურები მაქვს მხოლოდ IX კლასის ზემოთ, ღვინის ტურებზე დამყავდა მეხუთე კლასიდან, მცხეთა-შიომღვიმეში მეათე კლასს არ წავიყვან! აქამდე უნდა ენახათ. საერთოდ ორდღიანებზე დამყავს მერვე კლასიდან, მანამდე ორდღიანები არ სჭირდებათ. ბევრი მასწავლებელი არის, რომ ჩემთან თანამშრომლობს და მეხუთე კლასიდან დაგვყავს ბავშვები. ყოველ წელს ორი ექსკურსია. ყოველ წელს ახალი ადგილები. მეთორმეტეებისთვის მაქვს სამდღიანი სვანეთი, სამდღიანი ლაშქრობა ნაკრძალში და ა.შ. ყველა კლასს აქვს თავისი რეკომენდირებული მარშუტი.
აქ პოსტები წავიკითხე. მაგალითებიც გყავთ მოყვანილი... საბედნიეროდ მსგავსი ფაქტები არ ხდება ჩემს ექსკურსიებზე, იმიტომ რომ მაქვს წესები და მათ დაცვას ვავალდებულებ ყველას. აქვთ კარგი ექსკურსია? - ნება იბოძონ და კარგად მოიქცნენ მოსწვალიან-მშობლიან-მასწავლებლიანად. სხვა შემთხვევაში ან ექსკურსია შეუწყდებათ, ან დირექტორთან მოუწევთ გაწითლება. I-IV კლასებთან მშობლების რაოდენობა შეზღუდული არ მაქვს, შეუძლიათ იმდენი მშობლის წამოყვანა, რამდენიც უნდათ. სამაგიეროდ, V კლასის ზემოთ უკვე შეზღუდულია და შეუძლიათ მაქსიმუმ ერთი მშობლის წამოყვანა ყოველ ხუთ ბავშვზე. ზოგჯერ მშობლები დისკომფორტს ქმნიან ექსკურსიაზე, ასეთია რეალობა, ჩემი მოგონილი არაა, გამოცდილებიდან ვამბობ. დეიდები, ბიძიები, მამიდები, ბებიები (გარდა ზოგადად მეურვისა), დები, ძმები, მამიდაშვილები და სხვა ნათესავები ექსკურსიაზე არ მიმყავს. ესენი ყველა წარმოადგენენ კლასისთვის უცხო სხეულებს და გაუგებრობის, შელაპარაკების და ა.შ. რისკი იზრდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვები ნაწყენი დარჩენილან რომ არ დავალევინე. გაბუტვები და მსგავსი სახეები. არაუშავს, ეწყინოთ. სამაგიეროდ ფხიზლად იქნებიან. არავის სჭირდება ექსკურსიაზე "გასული" მოსწავლე. მე ისინი მჭირდება ფხიზლები.
მძღოლებზეც მაქვს კონტროლი. დღეს რომ მყავს და ხვალ აღარ მეყოლება მასეთ მძღოლებთან არ ვთანამშრომლობ. ვინც მყავს ყველა მყავს გამოცდილი. ვიცი როგორ დადის, როგორი ტრანსპორტი ჰყავს და ა.შ. იგივენაირად სასტუმროებიც. ასეთი მიდგომის დროს, ექსკურსიისას უსიამოვნო სურპრიზები მაქსიმალურად გამოირიცხება. ტრანსპორტის დათვალიერების საბუთები, ექვს თვეში ერთხელ რომ აკეთებენ, თითო ასლს პირადობასთან ერთად ჩემთან ვინახავ - სკოლა ითხოვს ხოლმე.
მოკლედ, საბჭოთა ექსკურსიები, ჭამა-სმა და სანთლის დანთება წარსულს ბარდება. ეხლა ახალი შესაძლებლობებია, საბედნიეროდ ობიექტებიც მრავლდება. არამხოლოდ ეკლესიები, არამედ მუზეუმები, მღვიმეები, საერო თუ საკულტო ნაგებობები, სხვადასხვა გასართობები გვემატება, ისე რომ ბავშვი არ მოიწყენს ექსკურსიაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FLEA_
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
FLEA_
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06
#51807553
· 9 Dec 2017, 21:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქვეყანაში სადაც ყოველი მეორე ნასუფრალთან გადაღებულ ფოტოს ამზეურებს ფეისბუკზე და ვერ ხვდება რა სიმახიჯეს სჩადის ,გასაკვირი არაა ,რომ ექსკურსია ღრეობით შემოიფარგლება . ღორივით მჭამელი და გადამთვრალი მასწავლებლებისგან ბავშვი სწავლობს იგივეს ,ღორობას ,რაც აისახებს წარმატებით ფაცეზე საჭმლის ნარჩენებიან თეფშებთან პოზირებით.
ექსკურსიის ეკლესიებით შემოფარგვლას კი ,ვაპროტესტებ. წაიყვანეთ ბავშვები ქარხნებში ,ყანებში ,მეცხვარეებთან . თბილსრესში ,ენგურზე ,თბილწყალკანალში. აჩვენეთ ის ,თუ როგორაა მოწყობილი ქვეყანა ..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kkaaxxaa
Super Member
ჯგუფი: Registered
kkaaxxaa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 702
წევრი No.: 122913
რეგისტრ.: 25-October 10
#51807622
· 9 Dec 2017, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქარხნებში
აი მაგალითად, მარნეულის სასურსათო ქარხანა აქტიურად უწყობს ხელს ბავშვების მიღებას ექსკურსიებზე. ბავშვები ნახულობენ ჯერ მინდვრებს, მერე ფერმას, ბოლოს კი ქარხანას. გაზაფხულზე მყავდა, ჯერ კიტრის დაკრეფის პროცესი ნახეს, მერე ფერმაში ძროხები და მათი წველა, ბოლოს კი ქარხანაში მივიდნენ და კიტრის მწნილის დამზადების მთელი ხაზი გაიცნეს. იციან რასაც მიირთმევენ. ხან შეიძლება კაკლის მურაბა იყოს, ხან ტომატის საწებელი. გააჩნია იმ მომენტში რას აწარმოებენ.
ამ მხრივ აღსანიშნავია კოკა-კოლაც. სიამოვნებით იღებენ ბავშვების ჯგუფებს და კოკა-კოლებითაც ასაჩუქრებენ. იციან ბავშვებმა როგორ ასხამენ და ამზადებენ კოკა-კოლას.
ან მაგალითად სანტე ავიღოთ. იციან ბავშვებმა სანტეს პროდუქტები როგორ მზადდება.
ბარამბოს რაც შეეხება, არ ვიცი რატომ გიჟდება ხალხი მაინცდამაინც ბარამბოზე. კარგია, საინტერესოა, რომ გჩუქნიან ესეც მომწონს, მაგრამ ქარხანა ფიზიკურად ვერ იღებს ბევრ სტუმარს.
ზოგი ქარხანა, მაგალითად ნიკორას საწარმო, ლიდერ-ფუდი და ა.შ. ტექნიკურად არ არის ისე მოწყობილი, რომ უცხო პირი შეუშვან. ამაზე რამდენიმესთან მქონდა კონტაქტი.
ენგურჰესს რაც შეეხება, მანდ ბევრს ვერაფერს ნახავენ მაინც. მთავარი რაცაა, ტურბინა, აფხაზეთის ტერიტორიაზეა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(3)
1
2
[3]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0342 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.