არ ვიცი, საზოგადოებას ახსოვს თუ არა, რომ 2004 წელს საქართველოს სასამართლოს მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ორი ჩეჩენი ეროვნების პირი, რომელთა ექსტრადირებასაც რუსეთი ითხოვდა, მოულოდნელად გაუჩინარდა თბილისის ცენტრიდან და იმავე დღეს ამოჩნდა რუსეთის ტერიტორიაზე.
ეს არის ამონარიდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ:
"ხაჩიევის (ელიხაჯიევის, მელკოევისა) და ბაიმურზაევის (ალხანოვის)
გაუჩინარება მათი განთავისუფლების შემდეგ
2004 წლის 6 თებერვალს გათავისუფლებული მომჩივნები
გელოგაევთან ერთად საცხოვრებლად მოეწყვნენ ნათესავთან თბილისში. 2004 წლის
16 თებერვალს მათ დატოვეს საცხოვრებელი იმ მიზნით, რომ შეხვედროდნენ
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, მაგრამ იქ მისვლამდე ისინი
გაუჩინარდნენ. 2004 წლის 25 თებერვალს ქართული მედია რუსეთის სააგენტოზე
დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ეს გაუჩინარებულები სასჯელს იხდიდნენ ქალაქ
ესენტუკის ციხეში საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის
ბრალდებით. 2004 წლის 5 მარტს მათმა ქართველმა ადვოკატმა ამის შესახებ შეატყობინა
სასამართლოს და განაცხადა, რომ მას აწუხებდა ბაიმურზაევის ჯანმრთელობის
მდგომარეობა, რომელსაც ყბის არეში ესაჭიროებოდა ოპერაცია. მან განმარტა, რომ
გათავისუფლების შემდეგ სამ მომჩივანის არ დაუტოვებია თავისი საცხოვრებელი
ადგილი მათი წარმომადგენლის გარეშე. თავიანთი წარმომადგენლებისაგან
გარანტიის მიღების შემდეგ, რომ მათ თბილისში არაფერი ემუქრებოდათ, ხაჩიევმა
და ბაიმურზაევმა პირველად გაბედეს ქუჩაში გასვლა. 2004 წლის 13 მარტს საქართველოს ხელისუფლების განმარტებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ორი მომჩივანი გაუჩინარდა 2004 წლის 16 თებერვალს 10:30 საათზე. მოგვიანებით ისინი სოფ. ლარსის მახლობლად
დააკავეს რუსეთის ხელისუფლების ორგანოებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან
დაკავშირებით. 2004 წლის 29 მარტის რუსეთის ხელისუფლების ცნობით ეს 2 პირი
2004 წლის 19 თებერვალს დაკავებული იქნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური
სამსახურის მიერ იმ მოტივით, რომ ისინი ფიგურირებდნენ ძებნაში მყოფი პირების
სიაში. დაკავების მომენტში ხაჩიევს აღმიაჩნდა ყალბი პასპორტი მულკოევის
სახელზე. თბილისში სასამართლო მოსმენის დროს გელოგაევმა
გამოხატა შეშფოთება მისი 2 ამხანაგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით და
გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი შესაძლოა საიდუმლოდ იყვნენ ექსტრადირებული
ზოგიერთი პოლიტიკური დათმობის სანაცვლოდ, რომელიც საქართველოს
პრეზიდენტმა მიიღო რუსეთში 2004 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ მისი პირველი
ოფიციალური ვიზიტის დროს..."
ნებისმიერ ვარიანტში მაგარი სირობაა ის რაც მუხთარლის შეემთხვა.
ჩვენი ქვეყნის სირცხვილია.