ირაკლი კობახიძე - უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარი სტატუსი არ იცის - წარმოდგენა არა აქვს, სად არის და როგორ არის, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა“გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ანუ საბჭოს მდივნის მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კანონდებლობასთან. სამწუხაროდ, უშიშოების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი და ფუნქცია. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს. ასეთ დონეზეც კი არ იცის, რა ხდება საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს, მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. მე ვარ უშიშროების საბჭო და როცა უშიშროების საბჭოს სახელით, უშიშროების საბჭოს წევრს, მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე მიიჩნევს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოსამსახურე, ისევე როგორც მაგალითად, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი.
“რაც შეეხება პარლამენტის წევრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. არ შეიძლება საჯარო მოსამსახურე ესაუბრებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და ეუბნებოდეს, რომ “მე და შენ ვერ შევთანხმდებით“. როცა უშუშროების საბჭოს მდივანმა ასეთი რამე არ იცის, რბილად რომ ვთქვა, შემაშფოთებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...mthkhvevaa.htmlირაკლი კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობა, კონსტიტუცია სხვანაირად ესმის - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ პრეზიდენტიანად“გავრცელდა კომუნიკე, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს აპარატის მოსამსახურეები. წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსმა და “დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ერთად მოაწერონ ხელი კომუნიკეს. ეს რომ ვინმეს უთხრა, შეიძლება არც დაიჯეროს, ისეთი აბსურდია. როცა ასეთ რაღაცეებს გაჩვენებენ, ბუნებრივია, შეფასება უნდა იყოს უმძაფრესი. ხალხი სხვანაირად სიმართლეს ვერ გაიგებს. ეს იმდენად მძიმე დარღვევაა ყველანაირი ლოგიკის, კანონის, კონსტიტუციის, რომ სხვანაირი შეფასება არის შეუძლებელი. ეს რომ ამერიკაში მომხარიყო, უშიშროების საბჭოს აპარატის მოსამსახურე არამარტო სამსახურს დაკარგავდა, არამედ კონკრეტულ სანქციებსაც მიიღებდა, თუმცა საქართველოში სამწუხაროდ, სხვა რეალობაა. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს სხვანაირად ესმის კანონმდებლობა, კონსტიტუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტიანად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...identianad.html This post has been edited by lamazi gogo on 8 Jun 2017, 16:47