ლევან მაყაშვილი – თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდებითავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან მაყაშვილმა განუცხადა. მაყაშვილი გუშინ სასამართლომ თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.
”თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები. ამ ეტაპზე ესაა, რაც შემიძლია გითხრათ”, - განაცხადა მაყაშვილმა.
მისი ადვოკატის, ლევან ნატალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე შეეფარდა გირაო, თუმცა მცირე რაოდენობით.
”ლევანი გაათავისუფლა სასამართლომ. იგი გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, თავდებით და ასევე გირაოთი, რომელიც შეადგენს მცირე თანხას”, - განაცხადა ნატალიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ndebi.html?ar=A
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo