ამ არსებაზეა ლაპარაკი - კალისტრატეზე........................................
http://www.tabula.ge/ge/story/121637-dokum...is-pirobas-debsმ
ის მაღალღირსებას, მამა პიერ დიუპრეს, ქრისტიანული ერთიანობის სამდივნოს მდივანს"ძვირფასო მამაო პიერ დიუპრე, როგორც თქვენთვის ცნობილია, სტამბოლში არსებობს ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იქ მოღვაწეობდნენ ცნობილი დიდი მამები: მამა მიხეილ თამარაშვილი, მამა მიხეილ თარხნიშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი... და სხვანი, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართულ საისტორიო მეცნიერებაში.
ბოლო ასი წლის მანძილზე ეს მონასტერი იყო დამაკავშირებელი ხიდი რომის კათოლიკურ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ამჟამად იქ არ არის ქართველი მოძღვარი; ამ მონასტრის პატრონად ითვლებიან პავლე და სვიმონ ზაზაძეები, ეროვნებით ქართველი კათოლიკეები. ზაზაძეებმა და ქართველმა მრევლმა არაერთხელ მომმართეს თხოვნით, საქართველოდან გავუგზავნო მოძღვარი. ვითვალისწინებ რა იმ ფაქტს, რომ ეს არის რომის კათოლიკური მონასტერი, მინდა მის უწმიდესობას, რომის პაპს, იოანე პავლე II წარვუდგინო კონსტანტინეპოლში გასაგზავნი კანდიდატი, არქიმანდრიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, შოთა ილიას ძე, რომელიც მართლმადიდებელია და არის საქართველოს ერთ-ერთი დიდი მონასტრის, ალავერდის წინამძღვარი.
სამ საკითხის განხორციელება შემდეგნაირად მესახება: ჩვენ წარმოვგზავნით არქიმანდრიტ კალისტრატეს ვატიკანში, თუ ეს აუცილებელია, იგი მიიღებს კათოლიკეობას და სათანადო საბუთით გაემგზავრება სტამბოლში. საჭიროების შემთხვევაში ნება ეძლევა მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.
ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხორციელება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენ ორ უძველეს ეკლესიას შორის კავშირის განმტკიცებას.
ამ წერილს თან ერთვის შემდეგი საბუთები:
1. არქიმანდრიტ კალისტრატეს პასპორტის ასლი
2. არქიმანდრიტ კალისტრატეს ბიოგრაფია
3. არქიმანდრიტ კალისტრატეს 5 ფოტოსურათი
4. მოკლე მიმოხილვა სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის შესახებ,
5. ამ მონასტრის 4 ფოტოსურათი.
მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
ქრისტესმიერი სიყვარულით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
ბუნებრივია, ვატიკანს არაფერში სჭირდებოდა მღვდელი კალისტრატე მარგალიტაშვილის გაკათოლიკება (ამ გადაწყვეტილების მიღებაში წმიდა საყდარს წერილს დართული 5 ფოტოსურათიც დაეხმარებოდა). უცნობია, რა უპასუხეს ვატიკანში საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, როგორ გამოითქმის მისი შინაარსი ჟარგონზე.
იმავე წელს მღვდელი კალისტრატე მარგალიტაშვილი ეპისკოპოსად აკურთხეს და დღეს ის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის პირველი მღვდელმთავარია.
ისტორიული ცინიზმი კი ის არის, რომ მართალია, ვერც კათალიკოზმა ილიამ და ვერც მიტროპოლიტმა კალისტრატემ ხელში ვერ ჩაიგდეს ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე, მაგრამ საქართველოში, ქართველ კათოლიკეებს ხუთი ტაძარი წაართვეს, რომელთაგან ერთ-ერთში, ახლა მიტროპოლიტი კალისტრატე სწირავს. ზოგიერთი ტაძარი, პატრიარქმა ილიამ იმ ტკბილადმოუბარი ენით გამოსძალა კათოლიკეებს, რაც ქვემოთმოყვანილ წერილშიც იგრძნობა.
1988 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა, ჯვარი ვაზისა წერდა, რომ სოფელ ვალეში კათოლიკური ტაძარი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მოილოცა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ თავის სიტყვაში ილია მეორემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის. აი რა განუცხადა კათოლიკეებს ილია მეორემ:
"ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება - მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება მეთერთმეტე საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-საღვთისმეტყველოს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა."
წერილი ცხადყოფს, რომ მართლმადიდებელი რწმენის ბურჯად სახელგანთქმული საქართველოს ეკლესიის დღევანდელი იერარქიის მართლმადიდებლობაც ფარისევლურია, მოძალებული ანტიკათოლიციზმიც და ქსენოფობიაც. მთავარია, უძრავ-მოძრავი ქონება. იქნებ, სწორედ ამაშია ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის წყევლაც და კურთხევაც? ფუნდამენტალისტების მოსყიდვა შეუძლებელია. ფარისევლების, ადვილად.
This post has been edited by anthropod on 2 Jul 2017, 20:59
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)