Accidentადგილი აქვს შემდეგ მოვლენას:
ჰაერს აქვს უნარი შეწოვოს წყალი. როგორც მაგალითად ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს.
ოღონდ ღრუბელისგან განსხვავებით გაცილებით ცოტა წყლის შეწოვა შეუძლია.
და რაც ყველაზე მთავარია წყლის რაოდენობა, რომელსაც შეიწოვს ჰაერი, დამოკიდებულია თავად ჰაერის ტემპერატურაზე.
ეს მთავარი მომენტია ატმოსფერული ნალექების წარმოქმნის.
ასე მაგალითად:
ერთი კუბამეტრი ჰაერის წონა არის დაახლოებით 3.2 კილოგრამი.
ამ 3.2 კილოგრამ ჰაერს 20 გრადუს (ცელსიუს) ტემპერატურაზე შეუძლია შეიწოვოს სულ რაღაც 14 გრამი წყალი
იგივე რაოდენობის ჰაერს 5 გრადუსზე შეუძლია მხოლოდ 6 გრამი წყალი "იქონიოს თან"
დედამიწაზე თბილი ჰაერი იწოვს კუთვნილი რაოდენობის წყალს.
ადის ზემოთ ("სწრაფად ადის" არაფერ შუაშია),
ცივდება
როცა ცივდება მას აღარ შეუძლია იმ რაოდენობის ჰაერი ჰქონდეს შეწოვილი რაც გამთბარს ჰქონდა.
სწორედ ეს რაოდენობა წყალი რომელიც დაბალი ტემპერატურის გამო ვეღარ "ეტევა" ჰაერში, მოდის ნალექის სახით. გაყინული, ან გაუყინავი.
იგივე ეფექტს აქვს ადგილი ზამთარში როცა ფანჯარა იორთქლება. ოთახში ჰაერი დაახლოებით 20 გრადუსია და შესაბამისად შეწოვილი აქვს ვთქვათ 14 გრამი წყალი.
მივა რა ფანჯარასთან, გარედან გაციებული ფანჯარა აცივებს ჰაერსაც. ამ გაციებისას ჰაერი ვეღარ იწოვს 14 გრამი წყალს, არამედ დაახლოებით 6 გრამის შეწოვა შეუძლია მხოლოდ.
14 გრამს გამოკლებული 6 გრამი წყალი უდრის გამონთავისუფლებულ 8 გრამ წყალს, რომელიც გამოიყოფა სწორედ ფანჯარაზე და ჩვენ მას ვხედავთ წყლის ორთქლის სახით.
სინამდვილეში ესეც "წვიმაა", უფრო სწორად, ნალექის გამოყოფა, და როგორც ხედავ ყოველგვარი "ატყორნის" და "დიდ სიმაღლეების" გარეშე ხდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან მოდის ასევე "ფარდობითი ტენიანობის" ცნება.
ჩვენ რომ გვითხრან რომ არგენტინაში ჰაერში არის, მაგალითად 17 გრამი წყლი, ჩვენ ვერ მივხვდებით ეს ბევრია თუ ცოტა,
რადგან ბევრია თუ ცოტა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტემპერეტურა აქვს ჰაერს არგენტინაში ამ მომენტში.
თუ ტემპერეტურა არის 20 გრადუსი, მაშინ ეს ბევრია. ხოლო თუ ტემპერეტურა არის 32 გრადუსი მაშინ ეს ცოტაა.
ამიტომ შემოიღეს ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ცნება:
თუ 20 გრადუსზე ჰაერს შეუძლია 14 გრამი წყალი შეისრუტოს ეს 100 % -ია.
და თუ მასში 20 გრადუსზე 7 გრამი წყალია, ეს ნიშნავს რომ მისი ფარდობითი ტენიანობა არის 50 %
და
თუ 5 გრადუსზე ჰაერს შეუძლია 6 გრამი წყალი შეისრუტოს ეს 100 % -ია.
და თუ მასში 5 გრადუსზე 3 გრამი წყალია, ეს ნიშნავს რომ მისი ფარდობითი ტენიანობა არის 50 %
ამრიგად ჩვენ რომ გვითხრან რომ არგენტინაში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არის 50%, ჩვენ აღარ გვაინტერესებს ჰაერის ტემპერატურა და ვიცით რომ ეს კაი ტენიანობაა ჯანმრთელობითვის.
მაშინ როცა, ისრაელის ფარდობითი ტენიანობა, ზოგჯერ 90%-ც კი, ვიცით რომ ბევრია და მავნებელი. თუმცა ჰაერის ტემპოერატურა აღარ გვაინტერესებს და ისე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე.
----
ამასობაში ჩამოიტვირთა ჩემი 2.2 გიგაბაიტიანი არქივი ინტერნეტიდან და წავედი დასაძინებლად.