რისი შეფასებაც არ შეგიძლიათ ნუ ლაპარაკობთ, რაშიც პროფესიონალიზმი გაკლიათ ნუ ამტკიცებთ. რომ არა 90-იანი წლების მოვლენები დღეს ნამდვილად ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით ცხოვრების ნორმალური პირობებით.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი "ფეისბუქზე"
"რომ არა 90-იანი წლების მოვლენები საქართველოს ეკონომიკა იმ დონეზე რაზეც დღესაა, 1996 წელს უნდა ყოფილიყო- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფეისბუკზე წერს და კითხვას სვამს რამდენად მისაღებია იმ ადამიანებისგან მორალის კითხვა, რომლებიც ამ ვაკხანალიის შემქმნელებს საკუთარი სარგებლის მიღების გამო მხარს უჭერდა და ტაშს უკრავდა:
„ცოტა ხანი გადავდოთ ბოლო 10+ წელი და ნაცი/ქოცი ამბავი.
რომ არა 90-იანი წლების დასაწყისის ვაკხანალია, დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის ზომისთვის უნდა მიგვეღწია 1996 წელს. დიახ, ახლა ვიქნებოდით განვითარებით იქ სადაც ვიქნებით 20 წლის შემდეგ (დღევანდელი პოლონეთი).
91-94 წლებში საქართველომ დაკარგა თავისი ეკონომიკის 70%, ასეთი ვარდნა არ ქონია არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას.
შედეგად, საკუთარი ოჯახების გადასარჩენად 1 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში (ეკონომიკურად და სოციალურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა).
მთლიანად მოიშალა განათლების, ჯანდაცვის, ფინანსური და ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
ქვეყანა ჩაეფლო ენერგოდეფიციტის, კრიმინალის, კორუფციის და განუკითხაობის ჭაობში.
მომდევნო 10 წელი გზავნილები და ჯართის ექსპორტი გახდა ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყარო.
ყურადღება კითხვა:
ამ ყველაფრის შემმოქმედებისგან და რაც მთავარია მათი უპირობო მხარდამჭერი ელიტისგან რომ არ მივიღო მორალის კითხვა, შეცდომაა?
არ ვცემ პატივს იმ საბჭოთა ელიტის ღირებულებებს ვინც ნაჩუქარი ბინის, შვილის მოწყობის, ოპერის (თეატრის) მოსაწვევის და ლიკანში მე-4 სამმართველოს ან “კომპოზიტორებში” დასვენების სანაცვლოდ ტაშს უკრავდა ყველაფერს. გინდ ნიჭიერი რეჟისორი იყოს, მსახიობი, მწერალი, მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონი, მომღერალი, ექიმი თუ სხვა. სულ რომ გენიოსი და ოქრო იყოს მაინც.
ასე მარტივად არის ჩემთვის ყველაფერი.“- წერს გიორგი ქადაგიძე.
This post has been edited by fenrirhowls on 14 Jun 2017, 14:40