პატიება არ პატიებაზე არაა...
რომ მივიდნენ და მოინანიონ , არ აპტიებს ღმერთი ?
ესენი არც იმას აღიარებენ რომ რაიმე აქვთ საპატიებელი და ამბობენ რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა
აზელილი აქვთ გონება ვეღარ ხედავენ რა არის ნორმა და რა არა.
და პირიქით შენ გეუბნებიან რომ ეს არის ნორმა და ღმერთის დადგენილი ნორმები არაა ნორმაო
ყველა ადამიანი ცოდვილია , იმიტომ რომ ბუნებითვე ცოდვილი იბადება და მიდრეკილება აქვს , მაგრამ თუ ადამიანი ხვდება რომ მასში ცუდი მიდრეკილებებიც არის და კარგიც
ე.ი. განარჩევს ერთს მეორისგან...... აქვს სინანული იმისა რომ მასში ცუდიც არის........
ვიღაც ნარკომანი რომ ნარკომანია და ეზიზღება მასში ეს მდგომარეობა , მაგრამ ვერ ერევა ვნებას , თუმცა უნდა რომ მოერიოს და სხვას არ ასწავლის ნარკომანობას რომ კარგია , ეგ უფრო მართალია ვიდრე ისენი , რომლებიც არანორმალურს ნორმალურად მიიჩნევენ , არც საკუთარ თავში განასხვავებენ და პირიქით სხვას ასწავლიან რომ ასეა სწორიო
ნარკომანია უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე
შეიძლება ვერც ვერასდროს მოერიოს რომელიმე ვნებას ადამიანი , მაგრამ თავის თავში რომ განუდგება და სურვილი აქვს განდგომის , ანუ , არ უნდა რომ ეგეთი იყოს, ეგეც კი ბევრად მართალია ვიდრე ის , ვინც სხვას ახვევს არანორმალურ მდგომარეობას და საკუთარ თავში არსებულ ავადმყოფობას ვერ ხედავდეს..............
ეხლა ისე არ გამომივიდეს თითქოს მე კაი უცოდველი ტიპი ვიღაცას ვმოძღვრავ
რაც მე ცოდვები მაქვს ჩადენილი , რასაც ხვხვდები და რასაც ვერ ვაცნობიერებ რამდენი იქნება
------------------------------------------------------------
14. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი,
ცოდვისადმი მიყიდული.
15. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ,
რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.
16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ
ის კეთილია.
17. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც
ჩემში იმყოფება.
18. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება
კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთე-
ბა – არა.
19. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ
ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ,
არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
21. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბო-
როტი გვერდით მიწევს.
22. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული.
23. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღ-
მდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში
მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეული-
საგან?
25. ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თა-
ვად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით –
ცოდვის რჯულს.
პავლე მოციქული
რომალეთა მიმართ