გამოგზავნილია: 13 Jun 2017, 12:44 #50758999 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kactus
QUOTE
და ეს ვინ უნდა გააკეთოს?
შენ უნდა გააკეთო, ვინ გააკეთებს შენ გასაკეთებელს?
პოლიცია? ატამს ან კრამიტს რომ მოგპარავენ რა გაიგოს პოლიციამ რომ მართლა შენია ის ატამი და კრამიტი ზედ დამღა ექნება "კაქტუს"?
ამიტომ პირველივე ასეთ ფაქტზე გამოხვალ სოფელში სადაც ბირჟაა და სულ დედის ღვიძლს აგინებ გამკეთებელს და ისე აგინებ რომ პროვოცირება გამოიწვიო რომელიმე მთგანის
რომ შეგეპასუხება ვინმე გაუქანებ და სტყვლიპავ
ოღონდ ისე არა ქალაქურად სილა კი არა ისე უნდა დასცხო ტრაკზე დაჯდეს და ვერ დგებოდეს დაუხმარებლად
აქ ეხლა სიტუაციის ორი ვარიანტია, ან ჩაყლაპავენ ამას და ჩათვალე პირველი გამარჯვება გაქვს
ან მიიიეხმარებიან დანარჩენები და ძალაინ მაგრად გცემენ თუ გაუჩერდი
ამიტომ დაგაზე ეგრევე სახლში როგორც კი ჩხუბი ატყდება გამოიტანე ორ ლულიანი და შორიდან დაუშვი ბირჟას
მაშინვე დაიფანტებიან
შორიდან ესროლე რომ არავის მოარტყა
ორმხრივი პერესტრელკების შანსი ზალიან დაბალია ნუ ამის ახსნა მეზარება ეხლა რატომ
ნუ პატრონტაში მაინც მხარზე გქონდეს
ამის მერე მთელ სოფელს ეცოდინება რომ გიჟი ხარ და შენ გზაზე გადმოსვლა არ შეიძლება
არათუ რაღაც ჟანგიანი ტრუბის მოპარვა ან ნერგების
ეს ინსტრუქციები აუცილებელია მიმდევრობით და ზუსტად შესრულდეს
თუ სადმე ისე არ გააკეთე როგორც წერია ძალიან დიდი რისკია დამტვრეული ნეკნებით და გატეხილი ცხვირით და დაცემული ავტორიტეტით დარჩე
კიდევ რა
ხო მანდედან რამდენიმე დღეში მეზობელი გადმოეყუდება და გეტყვის რა იყო რამ გადაგრია იმ დღესო?
შენ კიდევ გაიმეორე იგივე დედის გინებით და თოფის ქნევით (მაგას არ ესროლო ოღონდ)
თვალები რაც შეიძლება სისხლიანი პირი დორბლიანი მიმიკები გიჟის
აქედან კდიევ რამდენიმე დღეში ხო არაფერი გჭირდებაო გეტყვიან მაკრატელი ბარი ნიჩაბიო
შენ ზრდილობიანად მარა უარით გაუშვი კიდეც რომ გინდოდეს
აქედან კიდევ რამდენიმე დღეში გადადი იგივე ბირჟაზე თამამად ვითომ არაფერი მომხდარა
თოფი თან გქონდეს დატენილი ვითომ სანადიროდ იყავი
და რამე კითხე ნერგებზე ხეხილზე ატამზე
დაელაპარაკკე
დაგელაპარაკებიან
კიდევ დაელაპარაკე
კიდევ დაგელაპარაკებიან
მერე პაპიროსზი ამოიღე
მერე ..
კაი ღვინო ვის აქვს სუფრა ჩემზეო, ოღონდ სახლში არა აქვე ბირჟაზეო
მერე დაილოცე, ცოტა დალიე ესე ორ ლიტრამდე და წადი სახლში არ გაჩერდე
თუ გაჩერდები შეიძლება დაიღუპო
ეს ყველაფერი გასაგებია და შესრულებადი, მაგრამ 2 ლიტრ ღვინოს ვერ დავლევ და დანარჩენზე არ გავიქაჩო მაინც არ გაჭრის ხო.